ანზორ ჩუბინიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერის ხარჯი პრემიერის მამამ გადაიხადა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­უნ­ხენ­ში გამ­გზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფუ­ლა­დი შე­ნა­ტა­ნი კერ­ძო პი­რის, ტა­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის (პრე­მი­ე­რის მამა) მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და. ჩუ­ბი­ნი­ძის კო­მენ­ტარს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ავ­რცე­ლებს.

"მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ვუ­დას­ტუ­რო, რომ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს ან­გა­რიშ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლია შე­ნა­ტა­ნი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს თბი­ლი­სი-მი­უნ­ხე­ნი-თბი­ლი­სის რე­ის­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ჯებს. შე­ნა­ტა­ნი გა­კე­თე­ბუ­ლია კერ­ძო პი­როვ­ნე­ბის მიერ და ეს თან­ხა არის 34 ათა­სი ევ­როს ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარ­ში. თან­ხა წინ­სწრე­ბით გა­დახ­დი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვა­რა­უ­დოა, შე­საძ­ლე­ბე­ლია იგი მცი­რე­დით და­კო­რექ­ტირ­დეს მას შემ­დეგ, რაც ავი­ა­კომ­პა­ნია „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“ წარ­მოგ­ვიდ­გენს დე­ტა­ლურ ხარჯთაღ­რი­ცხვას. წარ­მოდ­გე­ნის­თვის სჭირ­დე­ბა ხოლ­მე და­ახ­ლო­ე­ბით რე­ი­სის შეს­რუ­ლე­ბი­დან თვე-ნა­ხე­ვა­რი. წარ­მოდ­გე­ნის­თა­ნა­ვე ჩვენ მი­ვახ­დენთ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას. გა­დახ­დი­ლი თან­ხა სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს მიმ­დი­ნა­რე ხარჯს და არის გარ­კვე­უ­ლი ფას­ნა­მა­ტიც.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო გა­და­სა­ხა­დებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და, და­ვუ­დას­ტუ­რო, რომ სა­წყის ეტაპ­ზე, და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მის მო­მენ­ტში, ნათ­ლად იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მოხ­დე­ბო­და არა­სა­ბი­უ­ჯე­ტო სასხსრე­ბი­დან. სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღეს ვუ­დას­ტუ­რებ, რომ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და კერ­ძო პი­როვ­ნე­ბის მიერ და ეს პი­როვ­ნე­ბა ტა­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვი­ლია“, – გა­ნა­ცხა­და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვი პი­რა­დი ვი­ზი­ტის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა.