სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს ინსტაგრამის გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან ისაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

„მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატობაზე“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყენბული ვიდეოში. 

"დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამვონო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმსაპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა რომ ქართველი ხალხის მომავალია - ნამდვილად ევროპული გზა. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის", - ამბობს მაკრონი.