"გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. პარტიების განცხადებით, მათ აერთიანებთ:

ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან;
მომავლის მკაფიო ხედვა;
მოტივაცია, შეცვალონ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით.
"ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის", - აცხადებს "დროა" და "გირჩი მეტი თავისუფლება".