ირაკლი ღარიბაშვილი არ ხარჯავს უშველებელ თანხებს პირადი მიზნების რეალიზაციისთვის - გია ვოლსკი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირაკლი ღარიბაშვილს არასდროს უღალატია იმ პრინციპისთვის, რაც მისივე ინიციატივით არის შეტანილი კონსტიტუციაში, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერი არ ხარჯავს უშველებელ თანხებს პირადი მიზნების რეალიზაციისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება აშშ-ში, არ იმყოფება ბოტოქსის გასაკეთებლად, ისე როგორც თქვენი პრეზიდენტი (სააკაშვილი) იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი თავის შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე არ ასწავლის, არ ხარჯავს უშველებელ თანხებს პირადი მიზნების რეალიზაციისთვის, ისეთივე ადამიანია, როგორც ჩვენ ვართ. არც მის შვილს მიუღია ისეთი ქულები, რომელიც სწავლების დროს არ დაიმსახურა.

ირაკლი ღარიბაშვილს არასდროს უღალატია იმ პრინციპისთვის, რაც მისივე ინიციატივით არის შეტანილი კონსტიტუციაში და რაღაც თემებზე თუკი სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, ეს ამერიკელებისთვის გასაკვირი არ არის. მცდელობა და კითხვა – „მაშინ, როცა ამერიკას აკრიტიკებს, რატომ არის ამერიკაში“, იმდენად უსუსურია, რომ ადეკვატური პასუხის გაცემაც არ მინდა.

ოპოზიცია ამას იძახის თქვენი მეშვეობით – „თუ ცუდია (ამერიკა) იქ რატომ არის და შვილი იქ რატომ სწავლობს?” ვინ თქვა რომ ცუდია? ის, რომ ცალ ფეხზე უნდა იდგე და მხარი მოხრილი გქონდეს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ”, - აცხადებს გია ვოლსკი.