“საგამოძიებო კომისიებით პოლიტიკური ისტერიის შექმნის კიდევ ერთი მცდელობაა, რაც არ ეკადრება სტიქიიდან გამომდინარე არსებულ მდგომარეობას” - შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, შოვშიმომხდარ სტიქიასთან დაკავაშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიისშექმნის მოთხოვნა უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობაა.

პაპუაშვილის თქმით, ინფორმაციის მისაღებად პარლამენტის წევრებს აქვთსხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის არის სადეპუტატო შეკითხვა თუინტერპელაციის წესით მინისტრის დაბარება.

უნდა თქვან, რა კითხვები დარჩა, რომელზეც პასუხი ვერ მიიღეს? მეორეთუკირამე აქვთ, ამ კითხვებისთვის რამდენად არის აუცილებელი საგამოძიებო კომისიისშექმნა? მე უფრო მესახება, რომ ეს არის საგამოძიებო კომისიებით მორიგიპოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა. პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვაინსტრუმენტი, იქნება ეს სადეპუტატო შეკითხვა, თუნდაც ინტერპელაცია. შეუძლიათ, ინტერპელაციით დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხზე დაუსვან კითხვები, მოისმინონ პასუხები. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიისშექმნის კიდევ ერთი მცდელობა, რაც არ ეკადრება ამ მდგომარეობას, რაც ჩვენ ამსტიქიიდან გამომდინარე გვაქვს.

ვფიქრობ, პოლიტიკოსები უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდაუდგებოდნენ ამ საკითხს და ასეთ სტიქიას, ტრაგედიას იყენებდნენ არა თავიანთიპოლიტიკური მიზნებისა და ქულებისთვის, არამედ ამ შემთხვევაში, თუ აქვთ რაიმესაგნობრივი ინტერესი, ვიმეორებ, აქვთ საკმარისი ინსტრუმენტები. თუ ამყველაფრის შემდეგ, მათ შორის დღევანდელი ბრიფინგის, გუშინდელი დასკვნებისდა სატელიტური ფოტოების გათვალისწინებით რაიმე ღია კითხვა აქვთ, დასვანსაჯაროდ, იქნებ საჯაროდაც იღებენ პასუხოს. ან შეუძლიათ, ინტერპელაციის წესიგამოიყენონ. იქ ხომ არ არის აუცილებელი კენჭისყრა და .. მიკვირს, რომ ზუსტადიმ ინსტრუმენტს, რომელიც აქვს ხელში ფრაქციას, უაპელაციოდ შეუძლიათგამოიყენონ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ, ეჭიდებიან სხვაინსტრუმენტს, რომლისთვისაც საჭიროა, რომ თავად ოპოზიციაც მობილიზდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.