“პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ჩვენი მთავარი ფუნქციაა, ყოველთვის გვერდით დავუდგეთ გმირების ოჯახებს” - თავდაცვის მინისტრი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა, გმირების ოჯახებს ყოველთვის გვერდით დაუდგეს.

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს. 400-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა საქართველომ, მათ შორის 170-ზე მეტი იყო თავდაცვის ძალებიდან. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ოჯახების წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ შერცხვენილი ჩვენი გმირების ოჯახების წინაშე და როდესაც აქ მოვდივართ, კიდევ ერთხელ ვახსენებთ ყველას, რომ ჩვენი მთავარი ფუნქციაა, ყოველთვის გვერდით დავუდგეთ ჩვენს გმირებს და ჩვენი გმირების ოჯახს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.