არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს - ცესკო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებისთვის ელექტრონულად ხმის მიცემის პროცედურა იქნება ერთგვარი გამოცდილება.

„მიმდინარეობს შუალედური არჩევნები. ახლა ვიმყოფებით ფოთის #6 უბანზე. აქ მიმდინარეობს კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ვაკვირდებით პროცესს და ვხედავთ რომ, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და მონაწილეობენ არჩევნებში შეფერხებების გარეშე.

ჩემი ინფორმაციით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა და ყველანი ველოდებით, კენჭისყრის პროცესში როგორ იმუშავებს ელექტრონული ტექნოლოგია, თუმცა, აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კომისია, როგორც ამომრჩევლები, დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს გვექნება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ.