საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს, 29 აპრილს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისთვისწარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები არიან: ბესიკ წულეისკირი, პოლიტიკურიგაერთიანებათავისუფალი საქართველო“; გიორგი ხახუბია, მოქალაქეთაპოლიტიკური გაერთიანებაქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“.

საკრებულოს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის წარდგენილიმაჟორიტარი კანდიდატები არიან: გურჯაანის ოლქშიზურაბ მუხულიშვილი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაქართული ოცნებადემოკრატიულისაქართველო“; თიანეთის ოლქშიიოსებ მათურელი, მოქალაქეთა პოლიტიკურიგაერთიანებაქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“; ახალციხის ოლქშიროინ ნებაძე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“; ტყიბულის ოლქშიგიორგი კერესელიძე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაქართული ოცნებადემოკრატიულისაქართველო“; ტყიბულის ოლქშიგიორგი გაგოშიძე, საინიციატივო ჯგუფითენგიზთევზაძე, ნელი ქარელი-კახიძე, ნანა ბახუტაშვილი, სოფიო სოფრომაძე, პაატაყელაურაძე, ზაზა ჭანტურიძე; ქუთაისის ოლქშიმიხეილ გიორგაძე, მოქალაქეთაპოლიტიკური გაერთიანებაქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“.

მუნიციპალიტეტების მერების 2023 წლის 29 აპრილის რიგგარეშე არჩევნებისთვისწარდგენილი მერობის კანდიდატები არიან: ცაგერის ოლქშილევან ზალკალიანი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაქართული ოცნებადემოკრატიულისაქართველო“, თერჯოლის ოლქშიმანუჩარ რობაქიძე, მოქალაქეთა პოლიტიკურიგაერთიანებაქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“.

საარჩევნო პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.