“ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ უნდა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოსა და ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში”-ვოლოდიმირ ზელენსკი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ უნდა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოსა და ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, რადგან აგრესორისგან სახელმწიფოს თავდაცვის შესახებ ღირებული ცოდნა შეიძინა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟიტომირის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა

ზელენსკის თქმით, მსოფლიოში უსაფრთხოების ყველაზე მთავარ რეფორმას დღეს უკრაინა ატარებს.

„ჩვენ თუ აგრესორს თავის ადგილს მივუჩენთ – თავის ტერიტორიაზე, მაშინ ვფიქრობ, ეს იქნება სწორი მაგალითი ყველა სხვა აგრესორისთვის, როგორ არ დაიწყონ მსოფლიოში ნებისმიერი აგრესია, რომელიც საშიშია არა მხოლოდ იმ სახელმწიფოსთვის, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აგრესია, არამედ მთელი გონიერი მსოფლიოსთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ უკრაინამ დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიოს, ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, სადაც იქნება გათვალისწინებული ჩვენი აზრი, რადგან ჩვენ ბევრი გავაკეთეთ, კიბერუსაფრთხოებაშიც, გაციფრულებაში. ვფიქრობ, ჩვენი ცოდნა ძალიან ღირებულია ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვაშიც და უსაფრთხოებაშიც. საჭიროა ამ ცოდნის სხვა სახელმწიფოებთან გაზიარება. უკრაინის გარეშე ახლა შეუძლებელი იქნება ევროკავშირში, ნატოში. სად არის ჩვენი ადგილი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში? ნამდვილად პარტერში“, – განაცხადა ზელენსკიმ.