“უკრაინაში რუსეთის შეჭრა უზარმაზარ ტანჯვასა და განადგურებას იწვევს”-ანტონიო გუტერეში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა უზარმაზარ ტანჯვასა და განადგურებას იწვევს.

„დიდ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობა ისტორიულ ნიშნულზეა. ასევე მაღალია კონფლიქტის რისკები, უბედური შემთხვევის ან არასწორი გათვლების გამო“, - აღნიშნა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

„როგორც ცივი ომის დროს, ჩვენ მივაღწიეთ სახიფათო, შესაძლოა კიდევ უფრო სახიფათო ზღურბლს“, - განუცხადა ლავროვმა საბჭოს.