“საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, მაგრამ სჭირდება მეტი რეფორმები, რადგან წლის ბოლოს განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი”-ჯოზეფ ბორელი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ლანჩი გვქონდა, რათა განგვეხილა ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, რომელსაც ასევე სჭირდება დემოკრატიის გაძლიერება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს.

„ვადასტურებთ, რომ საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, მაგრამ სჭირდება მეტი რეფორმები, რადგან წლის ბოლოს განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ მოვუწოდებთ მინისტრ დარჩიაშვილს, გაუგზავნოს პოზიტიური სიგნალები ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების განხორციელებით“, – განაცხადა ბორელმა