25 აპრილს იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია.