სკანდალური ვიდეოჩანაწერი კახეთში ახალგაზრდების შეკრებიდან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები და ჩანაწერი, რომელიც ყველა კითხვას პასუხს სცემს. ვიდეოჩანაწერი მიმდინარე წლის თებერვლის თვით თარიღდება.

რა მიზანს ემსახურება რადიკალების, მათ შორის, ზურა გირჩი ჯაფარიძის მიერ ახალგაზრდების შეკრება ე.წ. ბანაკში - ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თელავში, სასტუმრო „ალაზნის ველში“ რადიკალების მიერ ორგანიზებულ ე.წ ბანაკში, შეხვედრას ესწრებოდა, „ქრონიკას“ უყვება, რომ ტრენინგზე ლიბერალიზმზე საუბრობდნენ, თუმცა, ლიბერალიზმის საფარ ქვეშ, ასევე აქტიურად საუბრობდნენ ხელისუფლების ცვლილებაზე, სისხლიან რევოლუციაზე, დესტრუქციაზე.

ვიდეოდან ჩანს, რომ კახეთში, გამართული შეხვედრის დროს მიწვეული მომხსენებლის გიორგი სანიკიძის ლექციის მიმდინარეობისას ,,გირჩის” აქტიური წევრი, გიორგი მოსიაშვილი, სანიკიძესთან საუბრობს სისხლიან რევოლუციაზე. ვიდეოკადრებში ასევე ჩანს და ლექციას ესწრება პარტიის ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე.