ვახტანგ გომელაური: მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
 შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა - ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით იგეგმება როგორც პოლიციის შენობების განახლება და ახალი ობიექტების მშენებლობა, ასევე, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით მათი აღჭურვა.
 
„ გაგრძელდება ავტოპარკის განახლება როგორც საპატრულო პოლიციაში, ასევე კრიმინალური პოლიციის რეგიონალური დანაყოფებში. ასევე, მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა. გაუმჯობესდება და განახლდება დანაყოფების რადიოკავშირის საშუალებები, ესეც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, გაგრძელდება პოლიციელების მაღალი ხარისხის ფორმის ტანსაცმლით და ფეხსაცმლით უზრუნველყოფა. გაგრძელდება დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი იზოლატორების მშენებლობა, მოძველებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების ჩანაცვლება. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო პუნქტი 30 იზოლატორიდან 23 იზოლატორში ფუნქციონირებს. სამომავლოდ დარჩენილ 7 იზოლატორშიც გაიხსნება შესაბამისი სამედიცინო პუნქტი. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდება მიგრანტებისთვის განკუთვნილი დროებითი მოთავსების სივრცის რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე, ასევე, აშენდება ახალი სასაზღვრო სექტორი ახალციხეში.“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა-ვახტანგ გომელაურმა.