„არ გაიხსნება ბაზრობები, მაღაზიები იმუშავებენ დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა განცხადება შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით. როგორც მან განაცხადა შეზღუდვები, როგორც იყო დაგეგმილი, ისე არ მოიხსნება, რადგან კოვიდინფიცირებულების რიცხვი კვლავ დიდია.

"მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ  არ იფუნქიონირებს, არც საქალაქთაშორისო, არ  გაიხსნება ბაზრობები, იქნება აგრარული ბაზრები იმ პირობით რომ დაიცავენ ყველა შეზღუდვას, სავაჭრო ობიექტები გაიხსნება. მაღაზიების სამუშაობ საათები იქნება დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე, ნაკადისა და რიგების მართვით. , ფასდაკლებები უნდა გამოცხადდეს დილის საათებში. არ იმუშავებს გასახდელები. კვების ობიექტები  კვლავ იკრძაალება. სავაჭრო ობიექტებში რაიმე დარღვევის შემთხვევაშ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელობას. კვების ობიექტები ისევ ონლაინ იმუშავებს . კომენდანტის საათი ისევ 21 საათინდა დილის 5 საათამდე იქნება. გარდა საახალწლო და შობის ღამისა,“ - აცხადებს ცქიტიშვილი.