ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების კარგი საფუძველია.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მიმოიხილეს.

ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.