ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შევხვდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს. მადლობელი ვარ სტრატეგიული პარტნიორის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტია.

„ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მადლობელი ვარ. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის გადამწყვეტია“, – წერს პრემიერი.