რა გეგმა აქვს ოპოზიციას გვარამიას გასათავისუფლებლად - პაატა მანჯგალაძის განმარტება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თათია გოჩაძე

 „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ 16 მაისსვე სასტუმრო „რედისონში“ მედიამენეჯერებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გვარამიას გასათავისუფლებელი გეგმის შესამუშავებლად პირველი გაერთიანებული სხდომა გამართეს. 17 მაისს კი ნიკა გვარამია ციხეში ნაციონალური მოძრაობისა და „ლელოს“ წევრებმა მოინახულეს. რა გეგმა აქვს აქვს გვარამიას საქმეზე გაერთიანებულებს, ჯერჯერობით უცნობია. დღეს, 18 მაისს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გვარამიას მხარდამჭერი აქციაც იმართება. ექნება თუ არა საპროტესტო აქციებს პერმანენტული სახე - ამ და სხვა სამოქმედო გეგმის დეტალების გასარკვევად, „ვერსია“ ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძეს ესაუბრა:    

„3 სხვადასხვა მიმართულების ჯგუფი დაკომპლექტდა - საერთაშორისო მიმართულების, დიპლომატიური კუთხით მუშაობს ერთი ჯგუფი. მეორეა მედიის ჯგუფი და ასევეა სტრატეგიის ჯგუფი. ჩემი ინფორმაციით, ეს ჯგუფები იკრიბებიან და შემდეგ გაიმართება გაერთიანებული შეხვედრა, როცა ეს ცალკეული ჯგუფები სამოქმედო გეგმებს დადებენ.

ოპოზიცია ამ ჯგუფებშია გადანაწილებული, ჩვენ სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფში ვმონაწილეობთ. გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს, საერთო ჩატიც არსებობს და მიდის საკითხების განხილვა. დღეს ყველა კონცენტრირებული ვართ სოლიდარობის აქციაზე. ამის შემდეგ, ორ-სამ დღეში დაიდება სამოქმედო გეგმა. ჩვენ არ გვინდა დროზე ადრე გავაჟღეროთ დეტალები.“