დღეს 19:00 საათზე მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვიბრძვით მთავარისთვის“ - ამ სახელწოდებით, 18 მაისს, 19:00-ზე, მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.

სოციალურ ქსელში მარშთან დაკავშირებით, ღონისძიება შეიქმნა:

„კრიტიკული მედია დღეს ერთადერთია, რაც საქართველოს რუსეთისგან განასხვავებს და ახლა მედიას სოლიდარობა სჭირდება.

18 მაისს, 19:00-ზე, მედიის სოლიდარობის მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.

გელით ყველას, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთში დაბრუნება და გსურთ მოიპოვოთ თავისუფლება",- ნათქვამია განცხადებაში. 

 

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.