ჩვენს ყველა მუსლიმ თანამოქალაქეს გულითადად გილოცავთ სულიერი განწმენდის, მიტევებისა და სიკეთის თვის, რამადანის დადგომას - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის დადგომას ულოცავს.

სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვაში, მთავრობის მეთაური მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვის რწმენითა და სიმშვიდით დასრულებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

“ჩვენს ყველა მუსლიმ თანამოქალაქეს გულითადად გილოცავთ სულიერი განწმენდის, მიტევებისა და სიკეთის თვის, რამადანის დადგომას.

რამადანის თვის რწმენითა და სიმშვიდით დასრულებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, - აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.