"ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ" - გიორგი გახარია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის კონფერენცია „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში დღეს გაიმართა. პარტიის წარდგენა აქციის ფონზე მიმდინარეობდა, ადგილზე აქტივისტები იყვნენ მისულები და გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას აპროტესტებდნენ. 

კონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს გიორგი გახარია და შემდგომ თავად პარტიის ლიდერმა პოლიდსაბჭოს წევრები წარადგინა:

გიორგი ხოჯევანიშვილი - ყოფილი შიდა ქართლის გუბერნატორი;
ნათია მეზვრიშვილი - ყოფილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
გიორგი შარაშიძე- ჟურნალ "Entrepreneur"-ის მთავარი რედაქტორი;
კახაბერ ქემოკლიძე - საჯარო მოხელე;
ანა ბუჩუკური - მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი;
მიხეილ დაუშვილი - მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
ბექა ლილუაშვილი - მაკროეკონომისტი
რუსუდან თევზაძე -
ალექსანდრე მოწერელია - ბიზნესმენი
ბერდია სიჭინავა - იურისტი
შალვა კერესელიძე - საჯარო მოხელე, ყოფილი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი;
კოტე ანანიაშვილი - ყოფილი პოლიციელი;
გიგა ფარულავა - ყოფილი ზუგდიდის მერის მოადგილე;
გიორგი გოგუაძე - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;

 

 ასევე პარტიის სხვა წევრები:


ლევან დოლიძე;
გიორგი აბაშიშვილი;
ეკატერინე ვეფხვაძე;
დავით ფარცვანია;
ლაშა მარკოზაშვილი;
ტატა ხვდელია;
გიორგი კიკნაველიძე;
საბა ჯიქიძე.

პარტიის წარდგენის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამ კითხვაზე არის თუ არა ვინმეს პროექტი უპასუხა:

"„არასდროს არავის პროექტი ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები“.