გაერთიანდება თუ არა "ქართული მარში" ლევან ვასაძის პარტიასთან - სკანდალური დეტალები პოლიტიკური კულუარებიდან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლევან ვასაძე ქართულ პოლიტიკაში მოდის. რამდენიმე დღეში პარტიის პრეზენტაციას გამართავს და საზოგადოებას პოლიტიკურ გეგმებს გააცნობს. "ვერსიამ" კულუარულად გაარკვია, ვინ შეიძლება ვიხილოთ ქართულ პოლიტიკაში ახლადგამოჩენილი "რაინდის" გვერდით. ჩვენი ინფორმაციით, ლევან ვასაძესთან მოიაზრება "ალტინფოს" ჯგუფი მთლიანად. რაც შეეხება, გურამ ფალავანდიშვილს, გავარკვიეთ, რომ ის და ვასაძე ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან და ამიტომ ფალავანდიშვილი ვასაძის პოლიტიკურ ძალაში არ მოაზრება. საინტერესოა, გია კორკოტაშვილის პოზიციაც და ჩვენი წყაროს ინფრომაციით, "კორკოტა" მის აქციაში იღებს მონაწილეობას, ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა, პოლიტიკაში ლევან ვასაძესთან ისიც ვიხილოთ. რაც შეეხება გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" პოლიტიკურ მოძრაობა "აი ია"-ს, ჩვენი ინფორმაციით, საზოგადოებრივ ასპარეზზე იქნება ვასაძის მხარდამჭერი. ღია პოლიტიკურ მხარდაჭერას არ დააფიქსირებენ, თუმცა საზოგადოებრივ ასპარეზზე კი მხარდამჭერები იქნებიან - გვიმხელს პოლიტიკურ კულუარებს წყარო.

"ვერსია" დაინტერესდა, გაერთიანდება თუ არა პარტია "ქართული მარში" ლევან ვასაძესთან? ამ კითხვით პარტიის ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს დავუკავშირდით:

"საერთოდ, ეროვნულ-კონსერვატორულ ფლანგზე ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენას მივესალმები, რადგან აუცილებელია ეს პლატფორმა გაძლიერდეს ქვეყანაში. ახლა მხოლოდ ლიბერალური პოლიტიკური პლატფორმაა და ლიბერასტული დიქტატურაა დამყარებული.ლიბერალები ტელევიზიებში კონსერვატორების გამოჩენას კრძალავენ. აქედან გამომდონარე, კარგი იქნება თუ ბევრი ჯგუფი შეიქმნება, მაგრამ ერთი რამ მინდა, ვუთხრა ყველას - მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულად შეიძლება, ძლიერი ადამიანები ვიყოთ, ვერც სანდრო ბრეგაძე, ვერც "პატრიოტთა ალიანსი" და ვერც ლევან ვასაძე მარტო ვერ მოახერხებს სერიოზული წარმატების მიღწევას, მაგრამ თუკი იქნება დიდი კონსერვატორთა გაერთიანება, ის წარმატების მომტანი ნამდვილად იქნება.

"ქართული მარში" სხვა პარტიაში ვერ შევა, ეს გამორიცხულია და რაც შეეხება თანამშრომლობას, მე და ბატონ ვასაძეს საკმაოდ დიდი ხნის და კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს. სკოლელები ვართ და ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. იმ ფონზე, როცა ირაკლი ოქრუაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, გიგა ბოკერია ერთად დასხდნენ და ხელჩაკიდებულნი იბრძვიან, იმ დროს, როდესაც ოქრუაშვილი დაიჭირეს და თავად ამბობდა, მაწამესო... მე თუ ასეთ რამეს მიზამდნენ, არავის შევუერთდებოდი, მითუმეტეს, პოლიტიკაში, მაგრამ სადაც ბოკერია და ოქრუაშვილი ერთად სხედან, ჩვენც სამომავლოდ ვინმესთან დაჯდომა და ერთად ყოფნა გამოვრიცხოთ, არ შეიძლება.

თუმცა, "ქართულ მარშს" გეგმებში გაერთიანება არ გვაქვს. ჩვენი პარტია ემზადება დიდი ყრილობისთვის, რომელსაც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გავმართავთ. ადგილობრივი არჩევნებისთვის ვემზადებით იდეოლოგიურად კონსერვატიული გადატრიალებისთვის. არ მინდა, გადატრიალებაში ვინმემ სხვა რამე იფიქროს, იდეოლოგიურად ვგულისხმობ, საჭიროა, კონსერვატიული გადატრიალება, სადაც დღეს დომინანტი ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფები დიქტატს ვერ განაახორციელებენ."

სანდრო ბრეგაძის თქმით, თუ ლევან ვასაძე იყრის კენჭს მერობის არჩევნებში, მას მხარს დაუჭერს:

"რატომაც არა, პირველ რიგში, მხარს დავუჭერთ ჩვენს კანდიდატურას, რომელიც გვეყოლება. ბატონი ირაკლი შიხიაშვილი გახლდათ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე წლების განმავლობაში და ვფიქრობთ, ბატონი ირაკლის კანდიდატურა დავაყენოთ ამ პოსტზე. მეორე ტურში თუ გახდა საჭირო, აუცილებლად დავუჭერთ მხარს "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატურას და რა თქმა უნდა, ლევან ვასაძის კანდიდატურას უფრო დავუჭერ მხარს, ვიდრე გიგა ბოკერიას, ეს ბუნებრივია."