აფხაზეთში ოპოზიციამ ასლან ბჟანიას ულტიმატუმი წაუყენა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზეთის ოპოზიციამ ასლან ბჟანიას ულტიმატუმი წაუყენა და მას 10 დღე მისცა საჯაროდ უარი თქვას იმ ინიციატივებზე და კანონპროექტებზე, რომლებიც „საფრთხეს უქმნის ეროვნულ ინტერესებს და აფხაზეთის მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“.

სია საკმაოდ შთმბეჭდავია:

  • კანონპროექტი ბინების შესახებ, რომელიც უცხოელებს საშუალებას აძლევს შეიძინონ უძრავი ქონება აფხაზეთში;
  • ენერგეტიკის სექტორის პრივატიზაცია და მასში რუსული კერძო კაპიტალის დაშვება;
  • კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ;
  • მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი სხვა კანონპროექტები.
    ულტიმატუმი მიიღეს შეხვედრაზე, რომელშიც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გარდა, ექს-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც მონაწილეობდა.

შეხვედრის მონაწილეები ეროვნული ინტერესების მთავარ საფრთხედ სოხუმის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გამოაცხადებენ საერთო ეროვნულ თანხმობას.

“მსგავს სიტუაციებში, ისტორიულად და ტრადიციულად, ასეთი საბედისწერო პრობლემების გადაწყვეტა მთელი ერის, ყველა მოქალაქის მხრებზე გადადიოდა, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ეროვნულ ინტერესებს.

მოვუწოდებთ ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ინტელექტუალსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საკითხებს და შემოგვთავაზონ ჩიხიდან გამოსვლის გზები.” – ნათქვამია მიმართვაში.

 

წყარო:jam-news