პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება.

ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მომავალ წელს მიესალმება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. 

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის  სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.