"გაგრძელდება აქტიურად მუშაობა, რათა შესრულდეს ყველა პრიორიტეტი, რომ საბოლოო ჯამში, გაიხსნას მოლაპარაკებები" - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის, 9 პრიორიტეტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განიხილეს სხვადასხვა თემა, მათ შორის, კონკრეტული პუნქტები, რომლებიც არის დაკავშირებული ამ 9 პრიორიტეტთან.

„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის, 9 პრიორიტეტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემა, მათ შორის, კონკრეტული პუნქტები, რომლებიც არის დაკავშირებული ამ 9 პრიორიტეტთან. ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, ძალიან მეგობრული, პროდუქტიული. ეს არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. გაგრძელდება აქტიურად მუშაობა, რათა შესრულდეს ყველა პრიორიტეტი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, გაიხსნას მოლაპარაკებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.