"როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში" - ჯოზეფ ბორელი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა − ჯოზეფ ბორელმა საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან − ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ეს ცხადჰყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან მტკიცეს ფიქრობენ, ევროკავშირი არის მათი მომავალი.

„ბატონო პრემიერო, როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო. გასაოცარი მარტო ჩემთვის კი არ იყო, ყველასთვის გასაოცარი იყო, თან არც ჩემი ვიზიტისთვის გაკეთდა, ზოგადად ჩემამდე, ჩემს ვიზიტამდეც და ჩემი ვიზიტის შემდეგაც ასე იყო. ეს ცხადჰყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცეს ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი და ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ თქვენთან ერთად ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენი ძალისხმევა გავზარდოთ იმისათვის, რომ გავზარდოთ ქვეყნის მედეგობა და თქვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოხდეს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.