„ლევან თედიაშვილმა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფალავანმა, შორს გაუთქვა სახელი სამშობლოს და წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში“-კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერი Facebook-ზე წერს, ლევან თედიაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული მოჭიდავის ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო.

ლევან თედიაშვილმა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფალავანმა, ორგზის ოლიმპიურმა და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, შორს გაუთქვა სახელი სამშობლოს და წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში.

სამძიმარს ვუცხადებ ლევან თედიაშვილის ოჯახს, ახლობლებს, გულშემატკივრებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას”, - აღნიშნავს პრემიერი.