დიდი სკანდალი „პატრიოტებში“

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ „პატრიოტთა ალიანსის” სიის მეოთხე ნომერი, ავთანდილ ენუქიძე,  საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გეგმავს. 

 „მანდატს არ ვტოვებ, პარტიის მხარდამჭერი ვიყავი და ვიქნები, მაგრამ ბრძოლის სხვა მეთოდებს მივმართავ. როდის შევდივარ ჯერ არ ვიცი. მე არავისზე დამოკიდებული არ ვარ, არავის ვეკთხები როგორ მოვიქცე და არც იმას ვეუბნები, როგორც მე მინდა ისე მოიქეცითქო” – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

საგულისხმოა, რომ მედიაარქივში ავთანდილ ენუქიძის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. თუმცა, არქივი ინახავს „პუბლიკა.გე“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველთა შესახებ, სადაც ვკითხულობთ:

პატრიოტთა ალიანსის“ შემწირველთა რიგებშია ალექსი ზუმბულიძე18 აგვისტოს მან „ალიანსს“ 10, 0000 ლარი შესწირა. 2010 წლის ამონაწერით ის წილს მფლობს შპს „არდიქსში“. ის კომპანიის 15%-ის მფლობელია. მისი პარტნიორები არიან ავთანდილ ენუქიძე და მამუკა მიქაძე.

ავთანდილ ენუქიძე 35%-ის მფლობელია, მამუკა მიქაძე კი – 50 %-ის.

ავთანდილ ენუქიძემ წილს ფლობს არაერთ კომპანიაში. ის გვხვდება „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველთა სიაშიც. 2016 წელს მას „პატრიოტთა ალიანსს“ 60, 000 ლარი შესწირა. ხშირად იწვევენ ტელეკომპანია „ობიექტივში“.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარტიაში ენუქიძის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.