„უნდა დაიხურონ ქუდი და სახლში წავიდნენ!“ - როგორ აფასებს დავით ზურაბიშვილი გამოცდილი პარტიების მარცხს და რით ხსნიან მიღებულ დაბალ პროცენტებს პოლიტიკოსები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებია ასეთია:  „ქართულ ოცნება- დემოკრატიულ საქართველო“  - 46.74 %; ერთიან ნაციონალურ მოძრაობა - 30.68 %; „გახარია - საქართველოსთვის - 7.8 %;  ლელო - 2.71 %. აღსანიშნავია, რომ არჩევნები დასრულებულად ჯერ კიდევ არ ითვლება, რადგან დიდ ქალაქებში დანიშნულია მეორე ტური და 30 ოქტომბერს გადაწყდება, რა არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. აქვე საგულისხმოა, რომ ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში მონაწილეობდა 50 პოლიტიკური სუბიექტი, რომელთაგანაც ზემოაღნიშნული პირველი 4 ადგილის მქონე პარტიების გარდა, მნიშვნელოვანი შედეგი ვერც ერთმა პარტიამ აჩვენა. მათ შორის, არის ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთაც საკმაოდ დიდი ისტორია და ბეგრაუნდი გააჩნიათ. საინტერესოა, რით ხსნიან ეს პარტიები აღნიშნულ მარცხს და აანალიზებენ თუ არა, რატომ ვერ მიიღეს ხშირ შემთხვევაში 2%-ზე მეტიც კი... „ვერსია“ ამ საკითხზე სასაუბროდ მცირეშედეგის მქონე პარტიებსა და კანდიდატებს დაუკავშირდა...

 იმის მიუხედავად, რომპატრიოტთა ალიანსიპოლიტიკურ ასპარეზზე დიდი ხანია, არსებობს, 2 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მერობის კანდიდატმა, გიორგი ლომიამ, ხმების მხოლოდ 1.47% მიიღო.  „ვერსიადაინტერესდა, რამ განაპირობა  ასეთი დაბალი შედეგი და რატომ ვერ მოიპოვაპატრიოტთა ალიანს“-მა ამომრჩეველთა მხარდაჭერა. ამ თემასთან დაკავშირებით გიორგი ლომიას ვესაუბრეთ:

- მაქსიმალურად შეეცადა ხელისუფლება, გაგვაქროს პოლიტიკური ველიდან და ეს მცდელობა გრძელდება უკვე 2018 წლიდან. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველ ტურში, სალომე ზურაბიშვილი უსწრებდა მხოლოდ პროცენტნახევრით ვაშაძეს და ჩატარდა მეორე ტური. მაშინ მიმდინაროებდა ეტაპობრივი ხელისუფლების გადაბარება, ანუ მცდლობა იყო ხელისუფლების გადაბარებისა. მეორე ტურში ჩვენ შევუშალეთ ხელი, როდესაც ამდენი ხალხი გამოვიყვანეთ. ზოგადად, არც ხელისუფლებას ვუნდივართ და არც ოპოზიციას, სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობდა „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ. საპარლამენტო არჩევნებში ბოლომდე პრინციპულები ჩვენ დავრჩით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებს ვგულისხმობ. ამანაც განაპირობა კიდევ უფრო გაღიზიანება ხელისუფლების, ჩვენ ყოველთვის ისე ვიქცევით, როგორც ვთვლით საჭიროდ, რომ ეს არის სწორი და არა, როგორც გვეუბნებიან ან ცდილობენ, რომ რაღაც გაგვაკეთებინონ. დღეს ხელისფულებამ გააკეთა შემდეგი რამ, მან წაგვართვა ჩვენ კომისიის წევრები, ეს არის 3700 კაცზე მეტი. თვითონ გამოიყენა ეს კვოტა, რომელიც მისცა პარტიას, რომელიც ახალი შექმნილია პარლამენტში. თავისთვის შექმნა ეს პარტია პარლამენტში. ბევრი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო, თუნდაც სხვადასხვა რაიონში პირველი ათეულიდან 2-3 კაცს ეუბნებოდნენ, რომ დაეტოვებინათ „პატრიოტთა ალიანსი“. ზოგი დააშინეს, ზოგი მოქრთამეს, ზოგმა მეგობრული რაღაც გაითვალისწინა. გაყალბება მარტო ის არ არის, რომ ციფრი შეასწორო საარჩევნო ოქმში, გაყალბება მთელი ეს პროცესია, რაც მიმდინარეობს ბოლო პერიოდში.

-ამ ხმების ფონზე, ხომ არ ფიქრობთ რომ ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდეთ?

-გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ მოხდება. შეიძლება, იყოს ისეთივე იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგომი პარტია, რომელთან ერთადაც შეიძლება ან აქცია მოვაწყოთ, ან ერთობლივი განცხადება გაკეთდეს, რა თქმა უნდა, თუ ჩვენი იდეოლოგიური პლატფორმები დაემთხვევა. არის მეორე მომენტი, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენს ამომრჩეველსაც ვეუბნებით, რომ ძალიან მალე გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას, უახლოეს პერიოდში. თუ პარალელურად ვინმე რამეს გააკეთებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვართ, გავერთიანდით ან რაღაც მსგავსი.

-არჩევნების მეორე ტურში ვის დაუჭერთ მხარს?

-მეორე ტურში ჯერჯერობით დავაკვირდებით პროცესს, მაგრამ არც ერთს დავუჭერთ მხარს და არც მეორეს. არ მოხდება 2018 წელი, უბრალოდ 2018 წელი ამ არჩევნებთან შედარებით უფრო დიდი საფრთხის შემცველი იყო. დღევანდელი არჩევნები ნაკლებად არის საფრთხის შემცველი, მაგრამ საყურადღებოა და ისე უნდა დაბალანსდეს ხმები, რომ ვერც ერთმა მოიგოს და ვერც მეორემ. გასაგებია, რომ ოქმი იქნება ვიღაცის სასარგებლოდ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხალხს და იმ კონსერვატიულ ძალებს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ თავისი ადგილი დაიკავონ ამ პოლიტიკურ პროცესში.

ავტორი- გვანცა პეტრიაშვილი

 2 ოქტომბრის არჩევნებში პარტიამ „ვეროპელი დემოკრატები“ ხმების მხოლოდ 0.16% აიღო. ვერსია“ პარტიის გენერალურ მდივანსდიპლომატ მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში იმასაც განმარტავს, დაუჭერს თუ არა მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატს ხმას:

_ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს?

_საპარლამენტო არჩევნებზე დავინახეთ, შუა ნაწილში მოასპარეზე ოპოზიციური პარტიების მოძლიერება, გამოჩნდა რამდენიმე მათგანი, რომელმაც  3-4 პროცენტის დაგროვება მოახერხა. ამ არჩევნებზე კი გამოჩნდა გიორგი გახარიას პარტია, რომელიც ახალი შექმნილია, მაგრამ სინამდვილეში არის იმ ადმინისტრაციული რესურსის ნაწილი, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით. მას ასევე საზოგადოებისგან გამოჰყვა ერთგვარი ხიბლი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა. თუმცა, ბევრად მეტ ხმას ელოდა, ვიდრე მიიღო. ამასთან, იმ პატარა პარტიებმა, რომლებიც ახალი მოძლიერებულნი იყვნენ, ბევრი ხმა დაკარგეს. ეს არის უდიდესი პრობლემა საქართველოსთვის. ქართველ ამომრჩეველს ახასიათებს არა დაფიქრებული, ღრმად გააზრებული,  იდეოლოგიურ მოსაზრებებზე, პროგრამებზე ან ადამიანის შეფასებაზე დამყარებული, არამედ ემოციური არჩევანის გაკეთება. ახლაც ზუსტად ასე მოხდა, ეს იყო ჩვეულებრივი ემოციური არჩევნები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ერთი საქმე გააკეთეს, მათ გათელეს პატარა პარტიები, რომლებიც დღეს უნდა ქმნიდნენ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. მნშვნელობა არ აქვს, ამას ერთად აკეთებენ თუ ცალ-ცალკე, რეალურად მათ ეს აწყობთ, რომ იყვნენ ყველაზე ძლიერები. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მათ დიდათ არ აწყობთ ამის სხვასთან ერთად გაკეთება. „ქართულ ოცნებასაც“ იგივე ხედვა აქვს, ცდილობს გააღვივოს „ნაციონალების“ მიმართ გამოყოლლილი ზიზღი.  ეს ორი პარტია ქიშპობით ასულდგმულებს ერთმანეთს.

_ ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიტიკაში დიდხნიანი გამოცდილების მიუხედავად, ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან ცოტა ხმები აიღეს და ერთ პროცენტს ვერ აცდნენმათ შორის, თქვენმა პარტიამაც, რამ განაპირობა ეს?

_უკეთეს შედეგს ველოდით ყველა, სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რაც წლების განმავლობაში მუდმივად იყო, ანუ ორი დაპირისპირებული მხარის დომინირება სხვა პარტიებზე. დღეს ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა, თანაც ამას ხელი შეუწყო ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთანაა დაკავშირებული. ამ ამბებმა მოახდინა ერთგვარი გადალაგება იმ ხმების, რომლებიც შუა ნაწილში განლაგებულ პარტიებზე  იყო განაწილებული. ჩემი აზრით, გაყალბება არა არჩევნების დღეს, არამედ დიდი ხნით ადრე ხდება. ეს არის ძალმომრეობაა ამომრჩეველზე... სამწუხაროდ, ამას ვერასდროს აღუდგა წინ ოპოზიცია, რადგან მას არ გააჩნია ადმინისტრაციული რესურსი, არ აქვს ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, როგორც ხელისუფლებას. ოპოზიციური პარტიების მთავარი პრობლემა ფინანსებია, ამიტომ მათ ძალიან უჭირთ თავიანთი თავის სრულად წარმოჩენა. მეორე პრობლემა გახლავთ, ქართველების ემოციური არჩევანი. ხალხს ახლა ჰყავს ორი ლიდერი და მათ მხარეს ხდება ხმების დაჯგუფება. ამის ნათელი მაგალითია თბილისის მაჟორიტარული ოლქები, სადაც  პატარა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ყველგან წააგეს, რადგან ისინი არ იყვნენ საინტერესო ამომრჩევლისთვის. სხვა ქალაქებში კი დავინახეთ, „ნაციონალების“ წინ წამოწევა. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ განაპირობა ეს შედეგი. ის, რომ არა, ეს ხმები გადანაწილდებოდა სხვა პარტიებზე. მშვიდ სიტუაციაში ადამაინები იღებენ არა ემოციურ, არამედ დაფიქრებულ გადაწყვეტილებას. ასევე, პატარა პარტიები არ აკეთებენ ისეთ რადიკალურ კომენტარებს, როგორიც ემოციებისთვის არის აუცილებელი, ისინი ძირითადად მუშაობენ პროგრამებზე და ცვლილებებზე. თუმცა, ქართველ ამომრჩეველს მაინც რადიკალიზმი უფრო უყვარს. საბოლოოდ, ჩვენ ვხედავთ ორ დიდ პარტიას, რომელიც არ იმჩნევს დანარჩენ პოლიტიკურ ველს. თუ პოლიტიკურ ველზე არ არ არის პოლიტიკური მრავალფეროვნება, მაშინ პოლიტიკური კულტურაც არ ვითარდება.

_ამ ფონზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ  აჯობებს რამდენიმე პატარა ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთობლივი ძალებით მოახდინონ საზოგადოების მობილიზება?

_დიახ, შესაძლებელია, მაგრამ 2024 წლის არჩევნები უნდა იყოს „ბლოკების“ გარეშე. ყველა პარტია ცალ-ცალკე უნდა გავიდეს არჩევნებზე. ბარიერი გახლავთ 5 პროცენტი, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ამ ბარიერით მაქსიმუმ სამი პარტია გადის პარლამენტში. რაც ჩემი აზრით, კატასტროფაა ახალგზარდა დემოკრატიისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ბარიერმა 2 პროცენტამდე დაიწიოს, რაც ბევრად უკეთესი იქნება. ორი ვარიანტია, ერთი ყველაზე კარგი, თუ კონსტიტუციური ცვლილება მოხდება და დებულებაში ჩაიწერება, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის დაშვებული იქნება „ბლოკები“. მეორე მხრივ, ერთგვარი ბუნებრივი გაერთიანება, რაზეც თქვენ საუბრობთ, შესაძლებელია, მაგრამ რთული, რადგან იდეოლოგიურად ძალიან განსხვავებული პარტიებია. თავდაპირველად, ივანიშვილმა სრულიად ეკლექტური პარტიები შეკრიბა, მაშინ ეს შეძლო იმით, რომ „ბლოკები“ დაშვებული იყო, თანაც საზოგადოებას ჰქონდა სერიოზული დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე, ივანიშვილმა ამ ყველაფერში ჩადო ბევრი ფული. რესურსის გარეშე, დღეს ძალიან რთულია და ვერც ერთი პარტია ვერ დაიკვეხნის, რომ არჩევნების მოგებას შეძლებს, ეს არის გამორიცხული. ვერანაირი ქარიზმა ამას ვერ მოახერხებს, თუ არ იქნება უზარმაზარი ფინანსური დახმარება. გამოდის, ამ პარტიების შეკრება უნდა მოხდეს ფინანსური რესურსების გარშემო, ამ დროს კი პოლიტიკა იკარგება.

_ბატონო მამუკა, მეორე ტურში ვის დაუჭერთ მხარს და როგორ ფიქრობთ, ვის სასარგებლოდ გადანაწილდება ხმები?

_ჩვენ როგორც ოპოზიური პარტია, ცხადია, ხმას ოპოზიციას მივცემთ. მცირე და ახალი პარტიებიდან, ყველაზე მეტი ხმების ნაწილი წავიდა გახარიასთან, მგონი, ბევრი ფიქრი არ უნდა, რომ გახარიას ხმები ავტომატურად გადანაწილდება „ქართული ოცნებისკენ“, რაც რადიკალურად შეცვლის სიტუაციას. „ნაციონალების“ მოლოდინები, რომ არჩევნებს მოიგებენ, შეიძლება მარტივად გაიფანტოს. ახლა მათ ამდენი ხმა ემოციების და სააკაშვილის ვიზიტის ხარჯზე აიღეს. როგორც დავინახეთ, საზოგადოება პარტიას ხმას აძლევს ემოციების ფონზე და ერთ ადგილს ვტკეპნით წლებია. სანამ ამომრჩეველი უფრო მშვიდი და დაფიქრებული არ გახდება, არ დაიწყებს ჩაღრმავებას, ვინ რას წარმოადგენს და რა შეუძლია, მანამდე არაფერი გამოვა. იმედია, ერთხელაც გვეყოლება კოალიციური და ტექნოკრატიული, ანუ პროფესიონალებით შემდგარი მთავრობა. 

 ავტორი: ია გრიგალაშვილი

 პარტიათავისუფალი საქართველოდან“ თბილისში მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი იყრიდა კენჭს, რომელმაც ხმების მხოლოდ 0,37% დააგროვასაინტერესოა, როგორ აფასებენ პარტიაში ასეთ დაბალ შედეგს და რა მოლოდინები ჰქონდათ არჩევნებამდე... „ვერსიაასევე დაინტერესდა, „თავისუფალი საქართველო“ მხარს დაუჭერს თუ არა ოპოზიციის კანდიდატს მეორე ტურში? - ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ზაზა ხატიაშვილს ვესაუბრეთ:

მერობის არჩევნებში მივიღე მონაწილეობა, მაინტერესებდა, რამდენი ადამიანი იყო მზად, რომ კანდიდატისთვის, რომელიც საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს, არჩევნებში მხარი დაეჭირათ და ორხელისუფლებიანობა დაემთავრებინათ. ამომრჩეველს ტელევიზიით, „ფეისბუქით“, მივმართავდი და მოვუწოდებდი, ჩემთვის მოეცათ ხმა. ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, რომელიც ამბობდა, რომ რაც ხდება, არის მარაზმი და გარიგება ამ ორ პარტიას შორის. საზოგადოებას ვეუბნებოდი, მესამე ძალაზე გაეკეთებინათ აქცენტი. აღმოჩნდა, რომ 1750 ადამიანი იყო მზად ამისთვის. მე ფული არ დამირიგებია, არც კორპუსებში მივსულვარ, მხოლოდ განვაცხადე, კენჭისყრის თაობაზე და პროგრამის შესახებ, რომელიც ყველასაგან განსხვავებულია. გაწერილი მქონდა, რაში დაიხარჯებოდა სწორად მერიის ბიუჯეტი.

ვიყავი არაპარტიული მერი, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ დამიჭირა მხარი, მინდოდა საზოგადოების აზროვნება შემომეტრიალებინა იქით, რომ პარტიული მერი არ იქნებოდა მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის.“

 ზაზა ხატიშვილი აღნიშნავს, რომ თბილისის მერობა პოლიტიკური თანამდებობა არ არის:

„2021 წელს ამომრჩეველმა პროცენტული მაჩვენებლით არაფერი არ მითხრა. ოთახიდან არ გავსულვარ, ეს ხმები ისე ავიღე, მერე ახლობლები მეუბნებოდნენ, 80%-მა ვერ გაიგო, რომ კენჭს იყრიდიო, საქართველოში თუ ფულს მოიპარავ და დაარიგებ მაგარი კაცი ხარ, თუ არ მოიპარავ და იტყვი პატიოსანი ადამიანი ვარ და მინდა, რომ მაფიოზური სტრუქტურები ჩავხსნა, ცუდი კაცი ხარ.

მე ზაზა ხატიაშვილი ვარ, საკმაოდ სოლიდური სახელი მაქვს ამ ქვეყანაში და ევროპაში, ასე რომ ძალიან ბევრ ადგილას წამესვლება, მაგრამ იმ ადამიანებმა ვინც ფული აიღეს არჩევნებში და ხმა მისცეს ორ ძალას, რომლის ერთი მერობის კანდიდატზე ვამბობთ რომ 1 მლრდ არამიზნობრივად დახარჯა, ხოლო მეორე მერობის კანდიდატი 50 მლნ ლარის არამიზნობრივად ხარჯვაზე სასჯელს იხდიდა, ამ ადამიანებს მისცეს ხმა და ამით ამომრჩეველმა თქვა, რომ იმ ადამიანს მივცემ ხმას, ვინც ფულს მომცემსო.

ვფიქრობ, რომ თბილისის მერობა ეს არ არის პოლიტიკური თანამდებობა. თუ მენდომებოდა სააკაშვილთან ან ივანიშვილთან გაერთიანება, იქ მინიმუმ პირველ სამეულში მექნებოდა ადგილი, მაგრამ ამ ორ ძალასთან თანამშრომლობას, მირჩევნია პატიოსანი ადამიანის სახელით ვიარო ამ ქვეყანაში. მე 1750 კაცი გამოვაფხიზლე, რომელმაც თქვა, რომარ მინდა ასეთი ცხოვრება“. - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი

 საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდანთბილისში  მერობის კანდიდატად მიხეილ ქუმსიშვილი იყრიდა კენჭს, რომელმაც ხმების 0,81% აიღო. საინტერესოა, როგორ ხსნიან საკმაოდ დიდი ბეგრაუნდის მქონე  პარტიაში ასეთ დაბალ შედეგს... „ვერსია ასევე დაინტერესდა, „ლეიბორისტული პარტიამხარს დაუჭერს თუ არა ოპოზიციის კანდიდატს მეორე ტურში? - ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხზებზე მიხეილ ქუმსიშვილს ვესაუბრეთ:

„2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ძალიან პოლარიზებული გამოვიდა, უამრავი დარღვევა იყო, პრაქტიკულად, არაფრით განსხვავდებოდა 2020 წლის არჩევნებისგან, რომელიც ცალსახად იყო გაყალბებული და ახლა შეიძლება უფრო მაღალიც კი იყო დარღვევების ხარისხი. ვფიქრობ, რომ ოპოზიციაც არ იღებს ხმას ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობასვგულისხმობ, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, საკუთარი შედეგით კმაყოფილები არიან. მათი ამოცანა იყო ოპოზიციაში ძალების გამყარება და არა ხელისუფლების შეცვლა, რაც შეეხება საზოგადოებას, მათაც ემოციურ ფონზე მიიღეს გადაწყვეტილება. არჩევნების წინა დღეს დაემთხვა სააკაშვილის ჩამოსვლა, შემდეგ მისი დაკავება და ბუნებრივია, ასეთ ემოციურ ფონზე მოუწია ხალხს გადაწყვეტილების მიღება, რაც ძალიან დამაზიანებელი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის.“

მიხეილ ქუმსიშვილი გიორგი გახარიას პარტიის შედეგებსაც აფასებს:

ის ფაქტი, რომ გახარიას პარტიამ ჩვენზე მეტი ხმა აიღო, განაპირობა მისმა პრემიერ-მინისტრობამქართულ ოცნებაში“, რის გამოც გარკვეული წონა და ავტორიტეტი აქვს, რა თქმა უნდა, მან ახლაქართული ოცნებასბევრი ხმა წაართვა და რეალურად, ამ პარტიის ელექტორატზეა დამოკიდებული.“

ქუმსიშვილს მიაჩნია, რომ ამ არჩევნებში ყველა ოპოზიციური პარტია დაზარალდა:

ზოგადად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მიიღო 0.1 პროცენტით მეტი ან ნაკლები, ყველა ოპოზიციური პარტია დაზარალდა. ერთადერთი, ვინც ამ არჩევნებისგან იხეირაქართული ოცნებადანაციონალური მოძრაობაა“, რომლებმაც მდგომარეობა უფრო გაიღრმავეს და სამომავლოდაც, როგორც ჩანს, უნდათ, რომ მათ შორის იყოს მთავარი მეტოქეობა, დანარჩენები დასუსტდნენ და სამწუხაროდ, მათ ეს გამოუვიდათ. ის პარტიები, რომლებიცნაციონალურ მოძრაობასდაქართულ ოცნებასარ მიეკუთვნებოდნენ, ამ პოლარიზაციის და ემოციის ფონზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, დაიჩაგრნენ და დარჩნენ უფრო დაბალი მხარდაჭერის ხარჯზე.

ამომრჩეველმა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, სამწუხაროდ გვითხრა, რომ სურს ბელადები ჰყავდეს, რომელსაც ეძებენ სააკაშვილში ან ივანიშვილში.

იმის მიუხედავად, რომ 18 წელია, ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, ხალხმა კვლავ იგივე წრეზე გადაწყვიტა მმართველობის და ცხოვრების გაგრძელება, ვფიქრობ, რომ ზუსტად ახლა არის ცვლილებები და სიახლეეები საჭირო. ქვეყანაში უნდა განვითარდეს მრავალპარტიული დემოკრატია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი პოლარიზაციას და ორპოლუსიანობას.

ამომრჩევლის გადაწყვეტილებით ბოროტად ისარგებლა რამდენიმე პარტიამ, მათ შემოგვთავაზეს ის სპექტაკლი, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიდგა, ვგულისხმობ სააკაშვილის შემოპარვას, თურმე 4 დღე საქართველოში ყოფილა, არჩევნების წინა დღეს ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა, ისარგებლეს ხალხის ემოციებით და საბოლოო ჯამში ხალხმაც მათ სასარგებლოდ გააკეთა არჩევენი.

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას და თუ რაიმე უშველის ამ ქვეყანას, ეს სწორედ სხვა ალტერნატიული პარტიების გაძლიერება იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება ამ ქვეყანაში. არ ვაპირებთ არცერთ პარტიასთან გაერთიანებას, თუმცა ბუნებრივია, არიან ისინი, ვისთანაც შეიძლება ინტერესთა თანაკვეთა გვქონდეს, პარტიები რომლებიც აცნობიერებენ, რომ მთვარი პრობლემა არის ორპოლუსიანობა და სანამ ეს ორი ძალა იქნება საქართველოში წამყვანი, იქამდე რთული იქნება იმ მიზნის მიღწევა, რაც გულისხმობს განვითარებას და წინსვლას.

ჩვენ მიმდინარე კონსულტაციებში არ ვიღებთ მონაწილეობას, ვაკვირდებით სიტუაციას ვსწავლობთ არჩევნების მოვლენებს და ანალიზს ვაკეთებთ იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რასაც მრავლად ჰქონდა ადგილი.

არასოდეს გვაქვს პრობლემა ოპოზიციასთან მოლაპარაკეების წარმართვაზე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ბევრად უფრო ჯანსაღი პოზიციები დაფიქსირებულიყო არჩევნებამდე და არ მომხდარიყო ასეთი ემოციური თამაში ხალხის გადაწყვეტილებებზე, ახლა უკვე ლაპარაკი რას შეცვლის, არ ვიცი.

ჩვენ ველოდებოდით მეტი ადამიანის მხარდაჭერას, იმიტომ, რომ ედისონ რისერჩის კვლევის მიხედვითაც, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა 6% გვაქვს, როგორც წესი, ჩვენ კვლევითი ორგანიზაციები ზედმეტ რეიტინგს არასდროს არ გვიწერენ თუ არ გვაკლებენ, ხალხის განწყობაც ვიცოდით და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე მაქსიმუმი გავაკეთეთ, მოგეხსენებათ წაგვართვეს დაფინანსება და დიდი ფინანსები არ გვქონდა, თუმცა საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას ვგრძნობდით.

ჯერ უნდა გადაწყდეს მიიღებს თუ არა ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას და შემდეგ გასარკვევია ის, რომ პირველი ტურის შედეგებს ლეგიტიმურად ცნობს თუ არა ოპოზიცია. ჩემთვის ისიც გაუგებარია, რას ზეიმობსნაციონალური მოძრაობა“, მგონია რომ საზეიმოდ არ გვაქვს საქმე, ვინაიდანქართულ ოცნებას“ 46% აქვს ქვეყნის მასშტაბით აღებული და წინასწარ ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, სახელისუფლებო პარტიას ნამდვილად არ დავუჭერთ მხარს, ჯერ ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ უნდა მივიღოთ ინფორმაცია“, - აცხადებს მიხეილ ქუმსიშვილი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი

 „ვერსია“ პოლიტოლოგსა და ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილსაც ესაუბრა, რომელიც მცირეპროცენტის მქონე პარტიების სტრატეგიულ შეცდომაზე საუბრობს:

_არასწორი ტაქტიკა და სტრატეგია განაპირობებს ასეთ დაბალ შედეგს, მათი ბრალია ეს მხოლოდ, სხვისი არავისი.

_ თუმცა, ეს პარტიები ხშირად „ოცნებას“ და ნაციონალურ მოძრაობას აბრალებენ საკუთარ მარცხს...

_ არა, არაფერ შუაშია ეს. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ვერ იღებს მაღალ პროცენტს, ამაში თავადაა დამნაშავე. ამ სივრცეში გიწევს მოქმედება და თუ არ შეგიძლია, რომ რაღაც შეცვალო, ე.ი. უნდა დაიხურო ქუდი და სახლში წახვიდე. უნდა ეცადო სიტუაციის შეცვლა, იპოვო ამ ვითარებაში შენი ამომრჩეველი და ფაქტია, რომ ამას ვერ ახერხებენ.

_ ამ მცირე პარტიების შედეგი რომ დავაჯამოთ, საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებელი გამოდის და თუ ისინი სწორ სტრატეგიას შეიმუშავებენ, ხომ შეიძლება, რომ მათთვის დადებითი პროცესისკენ მიმართონ საერთო ძალა?

_ ვერ ვხედავ ამის პერსპექტივას იმიტომ, რომ ეს აქამდეც უნდა ექნათ, რადგან ამას აბსტრაქტულად ყველა ხვდება, მაგრამ მერე იწყება ხოლმე იმაზე საუბარი, პირველი ნომერი ვინ იქნება, ვინ უნდა იყოს ორგანიზაციის უფროსი და ა.შ...

_ ანუ საკუთარ ამბიციებს ვერ ერევიან და ამას ეწირება ეს ყველაფერი?

_ არ ვიცი, გინდათ, ამბიცია დავარქვათ, გინდათ, სხვა რამ... მე რასაც შევსწრებივარ, ეს არის ყოველთვის მთავარი თემა პარტიულ ცხოვრებაში, რომ ვინ სად ვისი უფროსი იყოს. ამ კინკლაობაში კი ძალიან ხშირად ქრება მთავარი მიზანი და ყველას ჰგონია, რომ რაც უფრო დაამცირებს თავისნაირს, თავად მოიგებს და სინამდვილეში, ბოლოს ყველა აგებს.

_ ბატონო დავით, მეორე ტურში რამდენად მნიშვნელოვანია, ოპოზიციის მიერ მხარდაჭერა ოპოზიციური კანდიდატების მიმართ?

_ მე საერთოდ არ მესმის ეგ ფილოსოფია რას ნიშნავს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ კანდიდატს იმიტომ, რომ რეალურად, მეორე ტურში ვინც გავიდა, ყველა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია და თუ უნდათ ენმ-ის გამარჯვება ან თუ მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება ნაკლები უბედურებაა ამ ქვეყნისთვის, ვიდრე „ქართული ოცნების“, მაშინ უნდა დაუჭირონ მხარი, მაგრამ ვინც ასე არ ფიქრობს, იმან რატომ უნდა დაუჭიროს მხარი?- რადგან ოპოზიციაა, გინდა თუ არა, ნაციონალურ მოძრაობას უნდა დაუჭიროს მხარი, ეს ფილოსოფია არ მესმის.

_ ამ მხრივ გიორგი გახარიას პარტიაზეა მკვეთრი აქცენტი, რადგან ახლადშექმნილი პარტიის მიუხედავად, მესამე ადგილი მოიპოვა ამ არჩევნებში... როგორ ფიქრობთ, მისთვის სტრატეგიულად რა ნაბიჯი იქნება ახლა სწორი?

_ ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცა, როცა განაცხადა, რომ არც ერთ მხარეს არ დაუჭერს მხარს და მთლიანად ამომრჩეველს მიანდო ეს გადაწყვეტილება. მას რომ ეთქვა, ენმ-ს ვუჭერ მხარსო, „ქართული ოცნება“ იტყოდა, ხომ ვამბობდით, მაზაკვალი და მოღალატეაო. ხოლო, რომ ეთქვა, ხელისუფლებას ვუჭერ მხარსო, ოპოზიცია იტყოდა, ხომ ვამბობდით, ბიძინას პროექტიაო. ასე რომ, ყველა ვარიანტში ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და ამიტომ ეს ყველაზე სწორი ვარიანტია მისი მხრიდან. შემდეგში მისი გუნდის წევრები ვისთან ითანამშრომლებენ საკებულოებში, ეს იქნება საინტერესო, რადგან მე რომ მკითხონ, აქ სიტუაციის მიხედვით უნდა იმოქმედონ.

_ თუმცა, გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ ახლა გიორგი გახარია მკვეთრ პოზიციას არ გამოხატავს, მისი პარტია ნელ-ნელა გაქრება...

_ აბსოლუტურად პირიქითაა. ვინც ამას ითხოვს, ყველა პროცენტნახევრიანი პარტიაა და ეტყობა, უნდათ, რომ გახარიაც გახადონ პროცენტნახევრიანი, მაგრამ არ გამოვა ეს, მიხვდება ის კაცი, მგონია...

_ ანუ მესამე ძალის პოზიციას შეინარჩუნებს გახარია?

_ ეს დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, როგორ იმუშავებს მისი პარტია საკრებულოებში, ასევე როგორ მოიქცევა ხელისუფლება, დანარჩენი პარტიები... ბევრ ფაქტორზეა ეს დამოკიდებული. ჯერჯერობით, ასეთი დაწყება ცუდი სტარტი არაა, მაგრამ ეს 8% გახდება თუ არა 16% ან 25% - არ ვიცით. 2014 წელს ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა 10% თვითმმართველობის არჩევნებში, 2017 წელს კი „ევროპულ საქართველომ“ მიიღო კიდევ უფრო მაღალი შედეგი, მაგრამ ვერც ერთმა შეინარჩუნა. ორივეს შეცდომა, ჩემი აზრით, ის იყო, რომ ისინი შეერწყნენ, ძალიან ახლოს მივიდნენ სხვა პოლიტიკურ ძალებთან და დაკარგეს ამომრჩეველი. ახლა გიორგი გახარიამ რითაც ეს 8% მოიპოვა, ეს ამომრჩეველი მან უნდა გაიმრავლოს და თუ ის დაწყებს სხვაგვარად მოქცევას, წააგებს.

_ ბატონო დავით, ამ არჩევნებში რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუმ მიიღო იმაზე მეტი ხმა, ვიდრე სხვა გამოცდილი პარტიების კანდიდატებმა, თქვენთვის ეს რაზე მეტყველებს?

_ ამ შემთხვევაში სერიოზულად არ განიხილავდა არავინ და ვიღაცამ უფრო მისცა ხმა ეგზოტიკურ კონტექსტში. ყველამ იცოდა, რომ ის ვერ მოიგებდა. დანარჩენ კანდიდატებს ეს ეგზოტიკა არ ჰქონდათ და რატომ მიიღებდნენ ხმებს? პოლიტიკური დისკურსი დაკარგეს და ბუნებრივია, რომ არც ველოდი, სხვა პარტიები, რომ რაღაც შედეგს მიიღებდნენ. „ლელოს“ და „გირჩის“ პროცენტებიც გამიკვირდა, რადგანაც პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური პარტია იმეორებდა ნაცმოძარობის მესიჯბოქსს და აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირის, რომ ენმ-მ აიღო ბევრი ხმა და მათ - ცოტა.

_ თქვენი აზრით, ამ მცირეშედეგიანი პარტიების ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა რა იყო?

_ ის, რომ საკუთარ ამომრჩეველზე არც კი უფიქრიათ. ესაა მთავარი შეცდომა და ყველა დახარბდა ენმ-ის ელექტორატს.