ქართველმა ვეტერანებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საბერძნეთში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის, საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ წიქარიძემ (100 კგ) ოქროს, მალხაზ გოგოლაძემ (62 კგ) ვერცხლის, ხოლო ზაზა შავაძემ (130 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია,რომ წიქარიძემ საჩემპიონო გზა ისე გაიარა, არც ერთი ქულა არ დაუკარგავს. უნგრელ ზოლტან განგლს ანგარიშით 9:0 მოუგო, ირანელ ბეჰზად ნუროლაჰ აბდოლვანდს და ლატვიელ სტანისლას სამოტას კი 4:0.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო პირველობაზე თემურ გელიტაშვილი (88 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლეგენდარულ ქართველ ფალავანს, ლუკა კურტანიძეს (100 კგ) კი ვეტერანებში მსოფლიოს ჩემპიონის მეოთხე ტიტულამდე ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა და ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა.