მექვაბიშვილი „კრაიოვაში“ გადავიდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის „დინამოს“ კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი კარიერას რუმინულ „კრაიოვაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ორივე კლუბმა დაადასტურა და რაც მთავარია, კონტრაქტის ის პუნქტიც გამომზეურდა, რომლის მიხედვითაც, ქართველი შემტევი რუმინული კლუბის საკუთრება მომდევნო 4.5 წლის განმავლობაში იქნება. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მის სანაცვლოდ 750 ათას ევროს მიიღებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მექვაბიშვილი „კრაოვადან“ სხვა კლუბში გადავა, ტრანსფერის ღირებულების 20% თბილისურ კლუბს ერგება.

ეს ყველაფერი თითქოს ურიგო ამბავი არ უნდა იყოს, მაგრამ გული გვწყდება, რომ „დინამოს“ კაპიტანი რუმინულ ლიგაშ და თან ასე დაბალ ფასად მიდის. იაზეც გული გვწყდება, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში თამაშს და მის კაპიტნობას, რუმინეთში ბურთის გორებას რომ ამჯობინებენ, მაგრამ ვაი, რომ ეს ფეხბურელისთვის ფინანსურადაც მომგებიანია და კარიერული ზრდის თვალსაზრისითაც.