ოსიმენი ნაპოლის დატოვებს?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ნაპოლის“ ფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ზაფხულში შეიძლება კლუბი შეიცვალოს.

„მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება იმაზე, როგორი იქნება ჩემი მომდევნო ნაბიჯი სეზონის ბოლოს. უკვე ყველაფერი მოვიფიქრე. მაქვს გეგმა, ვიცი, რისი გაკეთება მინდა.

ჩემ შესახებ ჭორების დაახლოებით 60 პროცენტში პრემიერლიგაა ნახსენები. ეს მართლაც ერთ-ერთი უძლიერესი ლიგაა მსოფლიოში. მაგრამ მე მინდა, წარმატებით დავასრულო სეზონი „ნაპოლიში“, შემდეგ კი განვახორციელო ის, რაც უკვე საკუთარი თავისთვის გადავწყვიტე“, – განაცხადა ოსიმენმა CBS Sports-თან ინტერვიუში.

25 წლის ნიგერიელმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 15 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.