როგორც მოსალოდნელი იყო - „დინამოს“ ბაზა იყიდება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, თბილისის „დინამოს“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ამის მიუხედავად, მისი მფლობელი რომან ფიფია მის გაყიდვას არ აპირებს. მეტიც, ორი წლის წინ, გულშემატკივრები შეტევაზე გადავიდნენ და ფიფიას ან ინვესტიციის განხორციელება, ან კლუბის გასხვისება სთხოვეს.

„ზუსტად ორი წლის წინ, ფიფიამ ხმამაღლა განაცხადა, რომ „დინამოს“ საკონტროლო პაკეტს 25 მილიონ დოლარად გაყიდა. მას კლუბის შეძენის მსურველები პირისპირ შეხვდნენ, ივაჭრეს და იმის მიუხედავად, რომ საბოლოო ჯამში ფიფიას 50 მილიონი შესთავაზეს, მან კლუბის არ გაყიდა. შეთავაზება დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წარმომადგენლების მხრიდან მოხდა“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.

ფიფია ახლაც ამბობს, რომ მზად არის, წილის 50%-ს შეელიოს, მაგრამ ახალმა მფლობელმა 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც გუნდს ახალი ბაზის ასაშენებლად სჭირდება. რად უნდა „დინამოს“ ახალი ბაზა, როცა აგერ, დიღომში მშვენიერი ბაზა აქვს? როგორც ირკვევა, ფიფიამ ამ ადგილის გასხვისებაას აპირებს და იქ თურმე საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა გაშენდეს. გასხვისების მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თურმე ბაზის ირგვლივ ბევრი კორპუსი აშენდა და ფეხბურთელებს ვარჯიშის დროს მყუდროება ერღვევათ. კიდევ ერთ კითხვას დავსვამთ და დანარჩენი მკითხველისთვის მიგვინდია - თუ ბაზა იყიდება, იქ აღებული ფულით (რ0მელიც 20 მილიონზე გაცილეებით მეტი იქნება) რომ აშენდეს ახალი ბაზა, არა?!