რონალდუს 99 როზგი გამოუწერეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არაბული „ალ ნასრის“ მთავარ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ირანში ჩასვლის შემთხვევაში, 99 როზგი ელოდება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩის სათამაშოდ, ირანში ჩასულმა პორტუგალიელმა, ცნობილი მხატვარი, ფატიმა ჰამამი მოინახულა. ფატიმამ რონალდუს მის მიერ შესრულებული პორტრეტი გადასცა, ფეხბურთელმა საკუთარი მაისური უსახსოვრა და თან, შშმ პირისთვის განკუთვნილ ეტლს მიჯაჭვულ ფატიმას გადაეხვია.

ირანული კანონის თანახმად, საჯაროდ და სახალხოდ, ფიზიკური კონტაქტი საპირისპირო სქესთან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება. რონალდუმ კი ეს წესი დაარღვია და ადგილობრივი კანონების მიხედვით, 99 როზგი ელოდება. ჰოდა, თუ ოდესმე, კრიშტიანუ ირანში კვლავ ჩავა, გაშოლტვა არ ასცდება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე