ქართველ მსაჯებს უფროსად თურქი დაუნიშნეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას ვეტერანი თურქი არბიტრი, ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება ფეხბურთის ფედერაციამაც გააკეთა და ქართველ ჟურნალისტებს ჩექირიც შეხვდა, აქაოდა, მოლაპარაკებებმა ძალიან გამახარა და ქართულ ფეხბურთში ჩემი მოსვლა ახალი გამოწვევაა, რომელიც სიამოვნებით მივიღეო.

ჩექირი უახლოეს წარსულში აშკარად გამოცდილი მსაჯი გახლდათ. მას 2012 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთი-პორტუგალიის ნახევარფინალი აქვს ნამსაჯი, იმავე წელს, ფიფა-ს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი (კორინთიანსი-ჩელსი) იმსაჯა, 2014 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში უსტვინა, 2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ბარსელონა-იუვენტუსი მთავარი მსაჯი იყო და ამას გარდა, თურქეთის ჩემპიონატში ასეულობით მატჩი აქვს გამართული.

არავინ დაობს, რომ თურქი არბიტრი ძალიან გამოცდილია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ქართულ სამსაჯო სკოლაში არ მოიძებნა არავინ, ვისაც ამ საქმეს ანდობდნენ და ფედერაცია ცდილობს, ჩექირის დანიშვნით, მსაჯების კორუმპირებულობასა და არაპროფესიონალიზმზე მოარული ხმები მოსპოს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე