ორმაგი თამაში ხორვატიულად

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხორვატია ევროკავშირის წევრი 2013 წლიდან გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა უერთდება ყველა იმ სანქციას,რომელიც ევროკავშირსა და ამერიკას რუსეთის მიმართ აქვთ დაწესებული. ეხება ეს ეკონომიკურ სფეროს, თუ სხვა რამეს. დასავლეთის სანქციები მოქმედებს ერთ-ერთ უდიდეს რუსულ კომპანია „ლუკოილზეც“, რომელიც სანქცირებულთა სიაში ერთ-ერთი პირველი წერია.

ამის მიუხედავად, საფეხბურთო კლუბმა სპლიტის „ჰაიდუკმა“ სპონსორული ხელშეკრულება სწორედ „ლუკოილთან“ გააფორმა და რუსული კომპანიის წარწერებიანი მაისურების წარმოება უკვე დაწყებულია. ამ სიახლეს არც ადგილობრივი გულშემატკივარი შეხვდა უარყოფითად, აქაოდა, „ლუკოილი“ ჩვენს გუნდს ფინანსურად წელში გამართავსო. ჩუმად არის ფეხბურთის ადგილობრივი ფედერაციაც და დუმს უეფაც. არადა, „ჰაიდუკი“ ხორვატიის ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეულია, გასულ სეზონში, გუნდმა მეორე ადგილი და შესაბამისად, ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე