აბრამოვიჩს ქონება საფრანგეთშიც გაუყინეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი უმძიმეს დღეშია. მას დიდ ბრიტანეთში, ლამის ყველაფერი შეუჩერეს და გაუყინეს, კერძო საკუთრებაც კი დაუყადაღეს და გაურკვეველია, რა ბედი ელის მის სასახლეებსა თუ ოფისებს. ახლა კი, იგივე საფრანგეთის ხელისუფლებამაც გააკეთა და როგორც აცხადებენ, რუს ოლიგარქს, მთლიანობაში, ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების ქონება გაუყინეს.

ამ თანხის უდიდესი ნაწილი კუნძულზე არსებულ უზარმაზარ ციხესიმაგრესა და... კიდევ ერთ კუნძულზე არსებულ კერძო პლაჟსა და სახლზე მოდის. რა თქმა უნდა, საფრანგეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით ეს ქონება ოფიციალურად არ წაურთმევია, მაგრამ აბრამოვიჩს იქ ცხოვრება გაურკვეველი ვადით აეკრძალა და ყველაფერთან ერთად, არც შენობის მოვლა-პატრონობის უფლება აქვს. არადა, იმავე ციხესიმაგრეს, თვეში, დაახლოებით, 150 ათასი ევროს ხარჯი სჭირდება იმისთვის, რომ იერსახე შეინარჩუნოს. აბრამოვიჩი ამ თანხას იხდიდა, ახლა კი...

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე