ბერულავამ და საფინამ ისტორია გადაწერეს - საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტალინში, მოციგურავეთა შორის, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ღირსებას, წყვილთა შორის, ლუკა ბერულავა და კარინა საფინა იცავდნენ. ეს იყო, ალბათ, პირველი შემთხვევა, როცა ქართული დელეგაცია მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდან ოქროს მედალს ელოდა, რადგან მანამდე, ზამთრის ოლიმპიადაზე, ქართულმა წყვილმა მე-9 ადგილი დაიკავა (საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში), ხოლო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე დიდებში, მეოთხე ადგილზე გავიდა (ესეც საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში).

საბედნიეროდ, ჩვენმა წყვილმა უშეცდომოდ ისრიალა და პირველი ადგილი მოიპოვა. შედეგად, ბერულავა-საფინას წყვილი, ქართული ციგურაობის ისტორიაში პირველია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. საგულისხმოა, რომ მათ ჯამში 188.12 ქულა დააგროვეს, მეორე ადგილზე გასულმა ავსტრალიურმა დუეტმა (ანასტასია გოლუბევა, ვიქტორ მური) 169.91 ქულა აიღო, მესამე ადგილოსანმა კანადელებმა კი (ბრუკ მაკინტოში, ნებჯამინ მიმარი) 156.80 ქულა. ქართველების უპირატესობა ძალზედ თვალშისაცემი იყო, რაც იმედს გვიტოვებს, რომ ისინი მედალს დიდებშიც მალე შესწვდებიან.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე