რატომ? არველაძე „კარაგიუმრუკიდან“ წავიდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შოთა არველაძემ თურქული სუპერლიგის „კარაგიუმრუკი“ გასული წლის დეკემბერში ჩაიბარა და მას მაშნვე უთხრეს, რომ მთავარი მიზანი უძლიერესთა შორის დარჩენა იყო. ქართველი სპეციალისტი მუშაოას შეუდგა, გუნდს თავისი ხელიც დაატყო, მეტიც, ყველასგან ჩამოწერილმა კლუბმა, თასის ¼-ფინალში „გალათასარაი“ დაამარცხა, ნახევარფინალში გავიდა და...

თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში, „კარაგიუმრუკი“ სტუმრად „ტრაბზონსპორთან“ დამარცხდა და ეს მარცხი არ იყო მოულოდნელი - კლუბებს სხვადასხვა მიზანი და სხვადასხვა ამბიცია აქვთ. ნამატჩევს კი, არველაძე პრესკონფერენციაზე ყველასთვის მოულოდნელად, საკმაოდ პესიმისტური განწყობით მივიდა.

„ეს კლუბი ძალიან მიყვარს. სწორედ ამიტომ, თანამდებობიდან მივდივარ. რთული პერიოდია, 9 მატჩი დარჩა და სწორედ ამიტომ, ვთვლი, რომ კლუბში სხვა ატმოსფეროა საჭირო“,-განაცხადა მან და თანამდებობა დატოვა.

იმედია, ძალიან, ძალიან სწორად გაგვიგებს შოთა არველაძე, რასაც ახლა დავწერთ, მაგრამ სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ მოახლოებული სეზონის ბოლოს, მას სხვა, ბევრად ამბიციური კლუბიდან აქვს შეთავაზება და თანამდებობა ახლა სწორედ იმიტომ დატოვა, რომ მთლიანად ახალ კლუბზე გადაერთოს, რომელსაც სავარაუდოდ, ზაფხულში ჩაიბარებს, მანამდე კი, გუნდისთვის ახალი ფეხბურთელების შერჩევითა და მათთან მოლაპარაკებებით იქნება დაკავებული. „კარაგიუმრუკი“ არველაძის დარი ამბიციური მწვრთნელისთვის მისაღები კლუბი რომ არ არის, ამას ყველა მარტივად ხვდება.