სამი რუსი ნახევარფინალში - ეს სასაცილოც აღარაა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, უკრაინასთან მიმდინარე ომის გამო, რუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობა აკრძალული აქვთ, მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე სასაცილო ხასიათი მიიღო. სპორტის არაერთ სახეობაში, რუს სპორტსმენებს უფლება დართეს მონაწილეობა ნეიტრალური სტატუსით მიიღონ ანუ მათ არ აქვთ უფლება, ეროვნული დროშა წარადგინონ და გამარჯვების შემთხვევაში, მათ პატივსაცემად რუსეთის ჰიმნი არ შესრულდება.

ჰოდა, დუბაიში, გასულ უქმეებზე დასრულებულ პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირში (ფონდი 3 მილიონი დოლარი), ყაახეთის სახელით ალექსანდრ ბუბლიკი გამოდიოდა, ნეიტრალური სტატუსით - ანდრეი რუბლიოვი  და დანილ მედვედევი მონაწილეობდნენ. სამივე მათგანი ნახევარფინალში გავიდა და ბუბლიკი რუბლიოვს შეხვდა, მედვედევი - ფრანგ უგო ჰამბერტს. ჰამბერტმა მოიგო და ფინალში გავიდა, აი, რუსების დაპირისპირება კი ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში, რუბლიოვი მთავარმა მსაჯმა გინების გამო მოხსნა. როგორც გაირკვა, მან მსაჯს რუსულად აგინა და მისდა საუბედუროდ, გვერდითა არბიტრმა რუსული იცოდა, მთავარ მსაჯს ჩოგბურთელის სიტყვები უთარგმნა და მას დისკვალიფიკაცია მისცეს.

რაც შეეხება ფინალს, ჰამბერტმა ბუბლიკს ორ სეტში, იოლად - 6:4, 6:3 მოუგო და ჩემპიონობა მოიპოვა, თუმცა რუს ჩოგბურთელებს საპრიზო ფონდიდან მსუყე ნაწილი ერგოთ.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე