რაგბი ევროპის ფინალს „ბორჯღალოსნები“ პარიზში ითამაშებენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ნახევარფინალში, რუმინეთი დამაჯერებლად დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ჩვენი მეტოქე ესპანეთი-პორტუგალიის შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო და დაპირისპირება დრამატული გამოდგა. პირველი ტაიმი ესპანეთმა 7 ქულით მოიგო და მეორე ტაიმის სტარტზე სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა, მაგრამ ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა - პორტუგალიელები საუცხოოდ ათამაშდნენ, მოიგეს და ახლა, 17 მარტს, საქართველოსთან გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადებიან.

შეხვედრა პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ გაიმართება და გამარჯვებული რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე, „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიას ვერ მოუგეს, ფრედ ეთამაშნენ და ეს შედეგი ერთ-ერთ წარუმატებლად შეფასდა. ჰოდა, რევანშის შანსი 17 მარტს იქნება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე