რატომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი – ფაქტები და რეკომენდაციები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მზე და კარგი ამინდი განწყობაზე რომამაღლებულად მოქმედებს, ეს ყველამ იცის, მაგრამ ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ იმაზე, რომმზეს ბნელი მხარეც აქვს. ალბათ, გონებაში უკვეგაგიელვათ მზის მავნე ზეგავლენის რამდენიმევერსიამ, მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანიასიმსივნის განვითარების ალბათობა და ნაოჭები.

ამ სტატიაში საუბარი არ იქნება, რა შემთხვევაშიშეიძლება, რომ მზის სხივების ზემოქმედებამადამიანში სიმსივნე წარმოქმნას ან ნაოჭებიგააჩინოს, ეს სამედიცინო საკითხია, თუმცაინფორმაციას მოგაწვდით იმაზე, როგორ დაიცვათთავი მზის მავნე ზეგავლენისგან, რომ თქვენსჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

დერმატოლოგები თანხმდებიან, რომ მზისგანდამცავი საშუალებების გამოყენება კანის მოვლისპროცესში არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედმთელი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. მავნეულტრაიისფერი სხივებისგან კანის დაცვისთვის SPF-ის [მზისგან დამცავი ფაქტორი] გამოყენება საჭიროაარა მხოლოდ ზაფხულში, როდესაც მზეზე ვირუჯებით, არამედ სხვა სეზონებზეც, კანის მოვლის სხვაპროდუქტებთან ერთად.  

ტერმინთა განმარტებები

სტატიის ამ ნაწილში გთავაზობთ მზისგან დამცავისაშუალებების, ერთი შეხედვით, გაუგებარიტერმინების განმარტებებს, უფრო სწორად კიდაგეხმარებით აბრევიატურების გაშიფვრაში.

SPF

მზისგან დამცავ კრემებსა და ლოსიონებზე, ასევეგასარუჯ კოსმეტიკურ საშუალებებზე  აუცილებლადშეგხვდებათ  SPF-ის აბრევიატურა, რაც იშიფრება, როგორც მზისგან დამცავი ფაქტორი (Sun Protection Factor). უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, „ესპეეფიგანსაზღვრავს მზის ულტრაიისფერი სხივებისგანდაცვის რა დონეს გთავაზობთ კონკრეტულიპროდუქტი.

UPF

ეს აბრევიატურა იშიფრება, როგორც უნივერსალურიდაცვის ფაქტორი (Universal Protection Factor). უფროზუსტად რომ ავხსნათ, „იუპიეფიგანსაზღვრავს, მზისულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის რა დონესგთავაზობთ კონკრეტული ქსოვილი.

UVA

ულტრაიისფერი A სხივები (Ultraviolet A Rays) აღწევსკანის ღრმა შრეებში. მასდაბერების სხივებსაცუწოდებენ, რადგან ამ ტიპის სხივების კანზემოხვედრისას, ჩქარდება ნაოჭების წარმოქმნისპროცესი და ლაქები. როგორც ექიმები ამბობენ, ამტიპის სხივების გავლენით, შესაძლოა, სიმსივნეცწარმოიქმნას. „იუვიეისხივები შესაძლოა, კანზემოხვდეს, მაგალითად, ღრუბლების გავლით ანფანჯრიდან, ამიტომ მათი ზეგავლენისგან დაცულიარასდროს ხართ. ამ ტიპის ულტრაიისფერი სხივებიაქტიურია 10:00-დან 16:00 საათამდე პერიოდში.

 

UVB

ულტრაიისფერი B სხივები (Ultraviolet B Rays), რომელსაც მეორენაირადმწველ სხივებსაცუწოდებენ. „იუვიბიიწვევს დამწვრობას და წამყვანროლს თამაშობს სიმსივნის წარმოშობაში. ამ ტიპისულტრაიისფერი სხივები აქტიურია 10:00-დან 16:00 საათამდე პერიოდში.

რამდენად ხშირად უნდა გამოვიყენოთ მზისგანდამცავი?

მზისგან დამცავი ყოველდღიურად უნდაგამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, ვხედავთ თუ არამზის სხივებს. თუ ვფიქრობთ, რომ ზაფხულშისანაპიროზე პროდუქტის გამოყენება აუცილებელია, რათა დამწვრობა თავიდან ავიცილოთ, უნდავიფიქროთ ისიც, რომ მისი გამოყენება საჭიროაზამთარშიც, მაგალითად, თხილამურებით სრიალისდროს.

რეკომენდირებულია პროდუქტის 2 საათში ერთხელგამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მზისგანდამცავების ნაწილს მითითებული აქვს ინფორმაციამისი წყალგამძლეობის შესახებ, მსოფლიოჯანდაცვის ორგანიზაცია განმარტავს, რომ დამცავისთავიდან დატანა აუცილებელია ცურვის, ვარჯიშის, თამაშის შემდეგ.  

"ჩაის კოვზის წესი"

რა რაოდენობით მზისგან დამცავი უნდაგამოვიყენოთ? იმისთვის, რო მივხვდეთ, სახესა დაყელზე რა რაოდენობის მზისგან დამცავი უნდაწავისვათ, დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ ის "ჩაისკოვზის წესის" მიხედვით გავზომოთ - საკმარისია ისრაოდენობა, რამდენიც კოვზს ავსებს. ასევე, დამცავიუნდა წავისვათ სახლიდან გასვლამდე 15-30 წუთითადრე.

მნიშვნელოვანი ფაქტები მზისგან დამცავზე

საუკეთესოა ფართო სპექტრის მზისგან დამცავისაშუალებების გამოყენება - მაშინ, როდესაც A ტიპისსხივები კანის დაბერებას იწვევს, B ტიპის სხივებითდამწვრობის მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ფართო სპექტრის დამცავი ორივეს აგვარიდებს.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი, სულ მცირე, SPF 30-ით. იმის გათვალისწინებით, რომ, დაახლოებით, სხივების 97%- ბლოკავს, დერმატოლოგთა დიდინაწილი SPF 30-ის ან მეტის გამოყენებას გვირჩევს.

არცერთი მზისგან დამცავი არ არის მთელი დღისგანმავლობაში წყალგამძლე. თუმცა, არსებობსპროდუქტები, რომელიც სხივებისგან წყალში 40 ან 80 წუთამდე ყოფნის პერიოდში გვიცავს.  

მზისგან დამცავი უნდა გამოიყენოს ყველაადამიანმა, განურჩევლად კანის ფერისა. მიუხედავად ამისა, დამცავის გამოყენებაგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაცღია ფერის კანი აქვს. ამერიკის პედიატრიისაკადემია არ გასცემს 6-თვემდე ჩვილებში მზისგანდამცავის გამოყენების რეკომენდაციას - ნაცვლადამისა, მშობლებს ურჩევენ, შეურჩიონ მათ შესაბამისიტანსაცმელი და ჰყავდეთ ჩრდილში.