რამდენად საზიანოა ელექტრო სიგარეტის მოხმარება? - ყველაფერი ვეიპინგის შესახებ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს ჩვენგარშემოუკვებევრივეიპერია - ასეუწოდებენმეორენაირადელექტროსიგარეტებისმომხმარებლებს. ბევრსმიაჩნია, რომელექტრონულისიგარეტიმავნებელიარარისდარაცმთავარია, მისიდახმარებითმოწევისთვისთავისდანებებაშეიძლება. ვეიპებს მოზარდებთან ერთად არასრულწლოვნებიც თავისუფლად მოიხმარენ, მისი შეძენა თამბაქოზე ბევრად მარტივია, თუმცა ფასით ორჯერ უფრო ძვირია.

რამდენად საშიშია მისი მოხმარება?

ელექტრო სიგარეტის შემადგენლობა, რომელიც მის შეფუთვაზეა დატანილი, თითქოს საშიშად არ გამოიყურება: გლიცერინი და არომატიზატორი - ცალკე აღებული ეს ნივთიერებები უვნებელია, თუმცა მას მოწყობილობა ელემენტით ახურებს, შედეგად კი წარმოიქმნება ტოქსინები.

არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები მალავენ, რომ მის შემადგენლობაში ასევე არის ნიკოტინი, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, პროპილენ-გლიკოლი, დიაცეტილი, ე ვიტამინის აცეტატი, ტეტრაჰიდროქსი, კანაბინოლი, მძიმე მეტალები, როგორიც არის მაგალითად ტყვია და მათი ორგანიზმში მოხვედრა იწვევს კანცეროგენების დაგროვებას, საბოლოოდ კი ფილტვის კიბოს. ე.წ. ვეიპინგის რისკ-დაავადებების ჩამონათვალი ვრცელია: ასთმა, ბრონქოსპაზმები, ინტოქსიკაცია და მთავარი - ახლად აღმოჩენილი ფილტვის დაავადება სახელად ევოლი, ის მხოლდ ვეიპერებს ემართებათ. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო სიგარეტის გამოყენება შედარებით ახალგაზრდა მავნე ჩვევაა, უკვე არსებობს ზიანის დამადასტურებელი კვლევები.

ელექტრო სიგარეტით მოწევისთვის თავის დანებება მართლაც იოლია?

მეცნიერები ვერ ამტკიცებენ, რომ ეს ასეა. ეს მონაცემები არ არის საკმარისად დადასტურებული სამეცნიერო კვლევებით. მათ ვისაც მოწევისთვის თავის დანებება უნდა, ექიმები უკვე გამოცდილ და მოწონებულ საშუალებებს ურჩევენ, მაგალითად ვარენიკლინის პრეპარატს ან ნიკოტინის პლასტირს. თუ თქვენ მწეველიდან ვეიპერად გადაიქცევით, შეიძლება თქმა, რომ შეცვალეთ ერთი მავნე ჩვევა სხვა ჩვევით, რომლის საფრთხის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

ასევე ერთ-ერთი საინტერესო კითხვაა,არსებობს უნიკოტინო ელექტრონული სიგარეტი. ის ნაკლებად მავნეა?

რთული სათქმელია. დიახ, არსებობს სითხეები ელექტრონული სიგარეტებისთვის, რომლებიც მწარმოებლების თქმით, ნიკოტინს არ შეიცავს. მაგრამ ხშირად, მწარმოებლები - უბრალოდ იმიტომ, რომ მათ ამისთვის არავინ დასჯის - მყიდველებს ატყუებენ და აღმოჩნდება ხოლმე, რომ სინამდვილეში მათში ნიკოტინი არის. ასევე საჭიროა იმის ცოდნაც, რომ ნიკოტინი თავისთავად კიბოს და ფილტვის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს არ ზრდის. მავნეა თამბაქოს კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებები: ნახშირბადის ჟანგი, ამიაკი და სხვ.

ახალი კამპანია

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში სიგარეტის მავნებლობის შესახებ კამპანია ეფექტურად ამოქმედდა და შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებებიც, აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, შეიზღუდა მათი რეკლამა და მოხდა მის შეფუთვაზე მავნებლობის შესახებ ინფორმაციის დატანა, თამბაქოს ინდუსტრიამ ვეიპის სახით, ახალი უფრო მომხიბვლელი პროდუქტი შექმნა და მას მარკეტინგულად ჯერ კიდევ კარგად ფუთავს.

 

საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდვები, ისევე როგორც ტრადიციულ თამბაქოზე, ელექტრო სიგარეტზეც ვრცელდება. მისი მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაუშვებელია და ჯარიმდება. ცივილიზებული სამყარო წარწერას სიგარეტზე, რომ ის კლავს უკვე მიეჩვია. ახალი გამოწვევა კი გულისხმობს ადამიანების დარწმუნებას, რომ ელექტრო სიგარეტი მავნეა მათი ჯანმრთელობისთვის.

 

 

გაუფრთხილდით ჯანმრთეობას!