"სამების საკათედრო ტაძარს ნამდვილად მე შევწირე ეს ხატი" - დავით თარხან-მოურავის პირველი კომენტარი სტალინის ხატის შესახებ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სტალინის ხატი სამების საკათედრო ტაძარში - ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში თავდაპირველად პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმა, გაავრცელა. ვნებათაღელვა ამ ამბავზე გუშინ, შობის ღამეს ატყდა, როცა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა  ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქყვეყნა  და დასვა კითხვა, რა უნდა ეკლესიაში იმ კაცისს გამოსახულებას, რომელმაც ასობით სასულიერო პირი მოკლა, ეკლესია მონასტრები დაანგრია და საქართველოს დამოუკიდებლობა გაანადგურა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ  სხვა მედიასაშუალებებთან გაცხადა, რომ ეს არა სტალინის, არამედ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია.

რამდენიმე საათის უკან სოციალურ ქსელში, ირმა ინაშვილმა დავით თარხან-მოურავის ვიდეო ატვირთა: "სამებაში დაბრძანებული წმინდა მარტონას ხატის შესახებ", სადაც დავით თარხან მოურავი ჰყვება ყველაფერს ხატთან დაკავშირებით და ასევე გვეუბნება, რომ ეს ხატი სამების საკათედრო ტაძარს სწორედ მან შესწირა. 

"ნეტარი მატორნა არის ძალიან სახელ განთქმული წმინდანი, რომელმაც უამრავი სასწაული აასრულა და ახლაც უამრავ სასწაულს ახდენს. მისი ხატები არის ათონის მთაზე, იერუსალიმში, საბერძნეთში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამების საკათედრო ტაძარში არის წმინდა დედა მატრონას დიდი ხატი, რომელიც ნამდვილად მე შევწირე.

ამ ხატზე არის გამოსახული დედა მატრონას ცხოვრების ფრაგმენტები, ერთ-ერთი ფრაგმენტია, როდესაც იოსებ სტალინი მივიდა დედა მატრონასთან, ეს ფაქტი აღწერილი არის მატრონას ოფიციალური ბიოგრაფის მიერ, რომელიც თვითმხილველი იყო ამ მოვლენის. როდესაც ფაშიზმი მძლავრობდა და ფრონტზე იყო ძალიან მძიმე ვითარება იოსებ სტალინი, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და დევნიდა მართმადიდებლობას თავი დაიმდაბლა, მივიდა დედა მატრონასთან და დაინტერესდა ბრძოლის ბედით, ომის ბედით, მატრონამ უთხრა, რომ ფაშიზმი დამარცხდება და მისცა რჩევა, რომ ბრძოლის ველზე ღვთისმშობლის ხატი გაეტანათ. ეს ფაქტიც აღწერილია მატრონას ბიოგრაფის მიერ მოთხრობილ დოკუმენტებში.

ხატი გაიტანეს და მაშინ საბჭოთა კავშირმა იმ ბრძოლაში გაიმარჯვა და მეორე მსოფლიო ომშიც მოიგო, ძირითადი ქვეყანა, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა სწორედ საბჭოთა კავშირი იყო და სხვათაშორის ქართველების წვლილი აქ იყო უზარმაზარი, 10% ჩვენი მოსახლეობისა, მამაკაცებისა დაიღუპა ამ ომში, ასე რომ, ეს ჩვენი გამარჯვებაც არის. ფრაგმენტი, რომელიც მატრონას ხატზეა გვიჩვენებს უბრალო რაღაცას, რომ სტალინი რომელსაც ღმერთის არ სწამდა და ღმერთს ებრძოდა, როცა გაუჭირდა, თავი დაიმდაბლა, მივიდა მატრონასთან, ღმერთთან მივიდა ფაქტობრივად, მატრონასთან მისვლა იგივეა. ეს ხატი ამას ასახავს, სხვა არაფერს.

ვინმე ჭიღლაძე, რომელიც თავის თავს დეკანოზს ეძახის და დეკანოზი კი არა ყოვლად უზნეო და გახრწნილი კაცია, მის დაწერილ ტექსტებზე არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციები. მასე დიოკლეტიანეც არის გამოხატული წმინდა გიორგის ხატზე, დამარცხებული დიოკლეტიანე და რა ვქნათ წმინდა გიორგის ხატები მოვხსნათ? ფრესკა არის მოწამეთა მონასტერში სადაც მწამებელი ხასიმი ბრძანდება ტახტზე და დავითს და კონსტანტინეს აწამებს, რა ვქნათ წავშალოთ ის ფრესკა? ასი ათასი მოწამის ხატია, სადაც ჯალათები ხმლებით ხელში დგანან დიდებულად წარმოჩენილები და ჩვენ წმინდა მოწამეებს თავებს კვეთენ, რა ვქნათ ეს ხატები დავწვათ?

ხატზე გამოხატვა სტალინის არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს, ერთადერთი მნიშვნელობა ამისი არის ის რომ ეს ფაქტი ნამდვილად იყო და დაიმდაბლა იმ ურწმუნო ხელისუფლებამ ღმერთის წინაშე თავი. მივიდა მატრონასთან რჩევისთვის, აი ამას გამოხატავს და სხვა არაფერს. ყველაფერი დანარჩენი ამის ირგვლივ არის ჩვეულებრივი სპეკულაცია."