მავნეა თუ არა, პალმის ზეთზე დამზადებული პროდუქტები და რატომაა აკრძალული მისი წარმოება ზოგიერთ ქვეყანაში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პალმის ზეთის საყოველთაო გავრცელებამ პროდუქტებში, დაწყებული საჭმლისგან დამთავრებული კოსმეტიკური საშუალებებით, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნილების ზრდა გამოიწვია, ამავდროულად  გაჩნდა კითხვები რამდენად ჯანსაღია ის ორგანიზმისთვის. ვინაიდან, პალმის ზეთი შეფუთული პროდუქტების თითქმის 50%-ში.

პალმის ზეთი არ არის ახალი მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი და ზუსტი კვლევებირატომ შეიძლება იყოს მავნე ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის.

ექსპერტებმა პალმის ცხიმის წარმოების ინდუსტრია და გაყიდვა შეადარეს ალკოჰოლისა და თამბაქოს მრეწველობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ ინგრედიენტის გამოყენების პირდაპირი საშიშიროების გარდა, პალმის ცხიმის წარმოება გარემოს აზიანებს. ზოგიერთ ქვეყანაში პალმის ზეთის შეტანა და წარმოება აკრძალულია.

გარემოზე ზემოქმედება

პალმის ზეთის პლანტაციების სწრაფმა გაფართოებამ გამოიწვია ტყეების ფართო გაჩეხვა და ბიომრავალფეროვნების დარღვევა. გარემოსდაცვითი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ პალმის ზეთის ინდუსტრიის ზრდა ამძაფრებს კლიმატის ცვლილებას, რადგან ტყეების განადგურება  ხელს უწყობს გადაშენების პირას მყოფი სახეობების შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა მდგრადი პრაქტიკა და სერტიფიცირების სქემები ეს პრობლემა კვლავ გამოწვევად რჩება.

რატომ არის პალმის ზეთი ყველგან?

პალმის ზეთი, არის მსოფლიოში ყველაზე მოხმარებული საკვები ზეთი. მისმა მრავალფეროვნებამ, წარმოების დაბალმა ხარჯებმა და მიწის ერთეულზე მაღალმა მოსავლიანობამ ის მომგებიან პროდუქტად აქცია, რაც მწარმოებელ ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.

პალმის ზეთს აქვს მრავალი განსხვავებული თვისება და ფუნქცია, რაც მას ასე სასარგებლოს და ფართოდ გამოყენებადს ხდის. ის მდგრადია ჟანგვის მიმართ, ამიტომ შეუძლია პროდუქტებს უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადა მისცეს; ის მდგრადია მაღალ ტემპერატურაზე, ამიტომ ხელს უწყობს შემწვარი პროდუქტების ხრაშუნა ტექსტურას; ის ასევე უსუნო და უფეროა, ამიტომ არ ცვლის საკვები პროდუქტების გარეგნობას ან სუნს. აზიის და აფრიკის ქვეყნებში პალმის ზეთი ფართოდ გამოიყენება როგორც სამზარეულოს ზეთი, ისევე როგორც ჩვენთან  მზესუმზირის ან ზეითუნის.

არის თუ არა, პალმის ზეთი ჯანმრთელობისთვის საშიში?

გარემოზე ზემოქმედების გარდა, პალმის ზეთი, ასევე, გახდა ჯანმრთელობის პრობლემა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და სხვა ჯანდაცვის ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება პალმის ზეთში გაჯერებული ცხიმების მაღალი შემცველობის გამო.

პალმის ზეთის მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებამ შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად მავნე ნაერთების წარმოქმნა, როგორიცაა აკრილამიდი და გლიციდოლი. აკრილამიდი კლასიფიცირებულია, როგორც ადამიანის სავარაუდო კანცეროგენი, ხოლო გლიციდოლი ითვლება პოტენციურ გენოტოქსიურ კანცეროგენად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაერთები არ არის მხოლოდ პალმის ზეთში და გვხვდება სხვა დამუშავებულ საკვებშიც, მათი არსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას.

კვლევები, რომლებიც პალმის ზეთის ქოლესტერინის დონეზე ზემოქმედების დასადგენად ჩატარდა მიუთითებს, რომ  ასაკთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი იზრდება, ამიტომ პალმის ზეთის მოხმარებისას უნდა გავითვალისწინოთ ასაკი, გადატანილი და ქრონიკული დაავადებები.

პალმის ზეთი არ შეიცავს ტრანს ცხიმებს, მაგრამ ის მდიდარია გაჯერებული ცხიმებით, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაზარდოს არაჯანსაღი ქოლესტერინი და გულის დაავადებების ალბათობა.

ჩვეულებრივი პალმის ზეთი  ჯანსაღია,  მაგრამ არა ისეთი, როგორც მცენარეული ზეთები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი. ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ პალმის ზეთის, ზომიერად მიღება, არ ზრდის გულის დაავადების რისკს; სხვები ამბობენ, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს გულის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს. ჯანმო-ს მონაცემების მიხედვით, საჭიროა მეტი კვლევა ამ თემაზე.

დამუშავებულ საკვებში გამოსაყენებლად პალმის ზეთის მომზადებასთან დაკავშირებულმა კვლევამ ეს ზეთი პოტენციურად კიბოს გამომწვევ დამაბინძურებელს დაუკავშირა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზეთი გაცხელდება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე 200 გრადუს ცელსიუსზე ან 392 გრადუს ფარენჰეიტზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი კვლევა იმის შესახებ, არის თუ არა პალმის ზეთი ჯანსაღი, პოტენციურად მიკერძოებულია, შესაძლებელია, რომ პალმის ზეთი მავნე იყოს თქვენთვის - ან შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ეფექტები, რომლებიც მომხმარებლებმა არ იციან. ჯანმო-ს კვლევაში ავტორები წერენ: „მტკიცებულებების სადავო ბუნება მიუთითებს პალმის ზეთის მოხმარების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების დამოუკიდებელი, ყოვლისმომცველი კვლევების აუცილებლობაზე“. ამ კვლევის შედეგები გაურკვეველს ხდის პალმის ზეთი კარგია თუ ცუდი.

მიუხედავად იმისა, რომ პალმის ზეთის გამოყენებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმოების გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინება, ისევე როგორც ნებისმიერი პოტენციური ჯანმრთელობის საფრთხე გადაჭარბებული მოხმარებით. თუ პალმის ზეთზე დამზადებული საკვების მირთმევას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია დაიცვათ ზომიერება.

არსებობს, ასევე, ჩვეულებრივი თხევადი პალმის ზეთიც, რომელსაც ბოთლებში ასხამენ, მასში არ არის საშიში ცხიმები. ეს ისეთივე მცენარეული ზეთია, რომლის გამოყენებაც საკვებში სავსებით შესაძლებელია.

თუ მის ფასეულობაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად კაროტინოიდების დიდი შემცველობით უნდა დავიწყოთ, რომლებიც ძლიერ ანტიოქსიდანტებს წარმაოდგენენ, ამაგრებენ თმებს და ჭიმავენ კანს. ის Е და А ვიტამინების დიდ რაოდენობას შეიცავს.

ავტორი: ია გრიგალაშვილი