„მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას, გაახაროთ ერთმანეთი!" - პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

„მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას, გაახაროთ ერთმანეთი! წესათ დაიდეთ ყველამ, ისე არ დაღამდეს, რომ ერთ ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული.

ეს სიხარული გადაეცემა ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.
ილაპარაკეთ ადამიანებზე კარგი, მოუყევით ერთმანეთს სხვის კარგ თვისებებზე, წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი ხართ, როცა თქვენს თავზე კარგი გესმით, მიანიჭეთ ეს სიამოვნება სხვასაც.

ცუდი ამბები ხომ ორმაგად მიაქვთ ადამიანებს ადამიანებამდე, ერთი პატარა ცუდი ამბავი, ათ კარგ ამბავს გადაჩრდილავს. ვილაპარაკოთ ერმანეთზე კარგი“,- აცხადებს პატრიარქი.