აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აჭარის მთავრობა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„კვლევის მიხედვით აჭარაში  ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სარფი ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტეიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური კვლებები ჩაატარა.
ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე 7-ვე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და იგი გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. მიმდინარე წელსაც როგორც ყოველთვის ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი კვარიათისა და მახინჯაური მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.
კვლევები ტარდება შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები. სინჯების აღება ხდება მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში.“ - წერს აჭარის მთავრობა / Government of Ajara