თემოს მარინას გარეშე ცხოვრების ეშინოდა, ახლა კი ერთად არიან - თემო გოცაძეს მახათაზე დაკრძალავენ

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თეიმურაზ გოცაძე 1941 წლის 25 მარტს თბილისში დაიბადა. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.  მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. იგი თბილისის "მხატვრის სახლის" დირექტორი გახლდათ; 1988-2005წწ. გახდა საქართველოს სამუზეუმო–საგამოფენო გაერთიანების "სურათების ეროვნული გალერეის" გენერალური დირექტორი; 1994 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში; თეიმურაზ გოცაძის ძირითადი ნამუშევრებია: "ლურჯა ცხენები" (1965), "დაბადება" (1965), "ეფემერები" (1966), "ჩემი საუკუნე" (1980), "ჩემი თბილისი" (1987), "სულიერი საქართველო" (1991); მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები: კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა (1998), მართვის სისტემების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზი (1980, თბილისი); პერსონალური გამოფენები: თბილისი (1976), მოსკოვი, ნიუ–იორკი, სან–დიეგო (1989), თბილისი (2003); ფერმწერი, პროფესორი (1996).

თემოს ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კალიფორნიის ფედერალურ მუზეუმში, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, დუსელდორფის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კანადის თანამდეროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა მუზეუმში, ასევე იტალიის, აშშ-ს, მექსიკის, ირანის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, რუსეთისა და საქართველოს კერძო კოლექციებში.   

მხატვარმა ორი წელი და რამდენიმე თვე იცოცხლა საყვარელი მეუღლის, ცნობილი მსახიობის მარინა ჯანაშიას გარდაცვალების შემდეგ.  მარინა ძალიან მძიმე დაავადებას ებრძოდა, რომელმაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. თემოს მის გარეშე ცხოვრების ეშინოდა... „ახლა ერთად არიან“ - ამბობს მათი შვილიშვილი მარიტა ჯანაშია.   

„კაცმა ქალი პირველად სცენაზე ნახა, თემურ ჩხეიძის სპექტაკლში „ბერნარდა ალბას სახლი“, შემდეგ უკვე ტელევიზიაში – სატელევიზიო ფილმის გადაღებისას.
მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული ხასიათები აქვთ, მაინც მალე დაახლოვდნენ და გრძნობაც გაჩნდა... ქორწილი ნეფეს სახლში გადაიხადეს, პატარძალს ცისფერი მოკლე კაბა ეცვა, გულზე და თმაში გვირილები ჰქონდა დაბნეული. საქორწინო მოგზაურობაში ბაკურიანში გაემგზავრნენ. მხატვარი და მსახიობი უკვე 44 წელია ერთად არიან. რიცხვები კარგად ახსოვთ, 1975 წლის 28 იანვარი იყო. „6 წელიც და ოქროს ქორწილი გვექნება“, - ამბობდა მხატვარი

თემო გოცაძე და მარინა ჯანაშია თბილისში, ვაკეში 2007 წლიდან ცხოვრობდნენ. მხატვრისა და მსახიობის საცხოვრებელ სივრცეში აუცილებლად უნდა ყოფილიყო სახელოსნო, სადაც მხატვარს მუშაობის საშუალება ექნებოდა და ასეც გადაწყდა. 

„კაცი ბობოქარია, ფეთქებადი. ქალი - მშვიდი, გაწონასწორებული, მაგრამ, როგორც წესი, სწორედ ასეთი ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი თვისებების მატარებელი ადამიანების კავშირია ხოლმე ყველაზე მყარი".

სახლი სახელოსნო თემოსთვის გამორჩეული ადგილი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ვიგებთ, რომ იგი ყველაზე დიდ დროს სახლში ატარებდა, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდა ტელევიზიაში, იყო „მხატვრის სახლის“ დირექტორი და ჰქონდა სხვადასხვა სამსახურები. ორი ხელოვანისთვის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა.

"ჩემი საქმე შინ კეთდება. სახლიდან იშვიათად მიწევს გასვლა, ხან საღამოს სპექტაკლზე მივდივარ, ან რესტორანში, ან კიდევ ქორწილში, როცა გვეპატიჟებიან. დილას, 10 საათამდე ყველაზე მეტს ვმუშაობ. სხვათა შორის, ჩვენი ურთიერთბა ბევრად განაპირობა ამ დროში აცილებებმა და შემდეგ შეხვედრებმა. ანუ როცა მე ვმუშაობდი, მარის ეძინა, მერე სამსახურში მივდიოდი. შინ რომ ვბრუნდებოდი, ის უკვე თეატრში იყო. ჩვენი ურთიერთობა არ იყო 24 და 48-საათიანი. ამ სახლში მთავარი სამი რამაა: ნახატები, მასალები (რომლითაც ნამუშევრები იქმნება) და წიგნები. ბიბლიოთეკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ეს უმთავრესია. ცხადია, ინფორმაციას გარე სამყარო გაძლევს, მაგრამ მთავარი მაინც წიგნიდან „მოდის“.

როდესაც მხატვრს 75 წლის იუბილე შეუსრულდა ეროვნულ გალერეაში გაიმართა გამოფენალურჯა ცხენებიდან აბსტრაქციამდე“. ამ გამოფენაზე თემომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის პირველ სურათს „ლურჯა ცხენებს“  გალაკტიონის „ლურჯა ცხენებთან“ არანაირი კავშირი ჰქონდა. მისი ცხენები ზღვარის დანგრევის მცდელობა იყო. ჩემთან პროტოპლაზმაა გარეთ, რომელსაც ნებისმიერ ფორმას მიაღებინებს ლურჯა ცხენები, მაგრამ ვერ ანგრევსწრიულ ბრუნვაში რჩებიან. მხატვრობა ახლოსაა ფილოსოფიასთან

თეიმურაზ გოცაძეს საინტერესო და გამორჩეული ცხოვრება ჰქონდა, სიცოცხლეში უამრავი ხალხის სიყვარული და დამსახურება მოიპოვა. მას ბევრი ჯილდო და პრიზი აქვს მიღებული.

სახალხო მხატვარი და ფერმწერი, თემო გოცაძე 20 აგვისტოს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მისი მეუღლის მარინა ჯანაშიას გვერდით მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გაზეთი „ვერსია“ უთანაგრძნობს ოჯახს მის გარდაცვალებას. 

ავტორი: ანი სარდლიშვილი