რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს - ყველაფერი წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021 წლის 1 ივლისს, 25 საგამოცდო ცენტრში, ეროვნული გამოცდები დაიწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება, შემდეგ - უცხო ენაში, მათემატიკაში ან ისტორიაში. ზოგიერთი პროგრამის მიხედვით, აბიტურიენტი  დამატებით მე-4 არჩევით საგანს ჩააბარებს. ეროვნული გამოცდები 1-ელიდან 20 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 14-დან კი მოქმედი და მასწავლებლობის მსურველებისთვის ტესტირება იწყება. 28 ივლისს საგრანტო კონკურსი გაიმართება, მაგისტრების გამოცდა 27-30 ივლისამდე გაგრძელდება.

საგამოცდო კოვიდრეგულაციები

საგამოცდო სექტორებში თითოეულ მაგიდასთან სპეციალური დამცავი ბარიერი განთავსდება და 2-მეტრიანი დისტანცია იქნება დაცული, 1 სექტორში, 15 ნაცვლად, მხოლოდ 10 აპლიკანტი განაწილდება.

გამოცდაზე შესვლამდე ყველა აბიტურიენტი თერმოსკრინინგს გაივლის. მათთვის, ვისაც აღენიშნება ტემპერატურა, მოწყობილი იქნება ორი ტიპის სივრცე, იმის მიხედვით, თუ რა სიმპტომები ექნება აბიტურიენტს.

სექტორებში გაგრილების სისტემა იქნება, თუ 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაფიქსირდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონდიცირების ჩართვა არ მოხდება.

შეიცვალა თუ არა რომელიმე საგანში მინიმალური ზღვარი

მინიმალური ბარიერი ერთ საგანშიც არ შეცვლილა. ამ ეტაპზე სამი საგანია სავალდებულო: აბიტურიენტი, ქართული და უცხოური ენის გარდა, ჩააბარებს მათემატიკას ან ისტორიას, იმის მიხედვით, თუ რა მიმართულების ფაკულტეტებს ირჩევს.

რაც შეეხება უნარების გამოცდას, ეს უკვე არასავალდებულო საგანთა ნუსხაშია და ზოგიერთი პროგრამა, როგორც მეოთხე საგანს, ითხოვს.

 

როდის და როგორ აიღებს საგამოცდო ბარათს აბიტურიენტები

საგამოცდო ბარათების აღებას აბიტურიენტები 20 ივნისის შემდეგ პირადი გვერდზე შეძლებენ, სადაც მათ გაიარეს რეგისტრაცია გამოცდებისთვის, შემდეგ ბარათი უნდა ამობეჭდონ, რომელსაც წარადგენენ პირადობის მოწმობასთან ერთად გამოცდაზე.

როდემდე იქნება შესაძლებელი საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილება

აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, უნივერსიტეტების ჩამონათვალში ცვლილებები განახორციელონ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მომდევნო დღის 18:00 საათამდე. ანუ მთელი ივლისის განმავლობაში ეძლევათ საშუალება კორექტირება შეიტანონ პროგრამების სიაში.

რა ცვლილებები იგეგმება გამოცდებთან დაკავშირებით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით წელს პირველად

„სპეციალური მასწავლებლის“ გამოცდა ჩატარდება. საგამოცდო ტესტი უნარებში ითვალისწინებს სპეც. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელზე დაყრდნობითაც წინასწარ შემუშავებული იქნა საგამოცდო პროგრამა. იგი მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო გარემოს შექმნას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების სხვადასხვა სტრატეგიისა და სასწავლო რესურსის გამოყენებას, შეფასებასა და მასწავლებლის პროფესიულ პასუხისმგებლობას, ტესტირებაზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

როგორი იქნება შშმ პირებისთვის განკუთვნილი სივრცეები კოვიდ-19-ის პირობებში

ყველა შშმ პირს, რომელსაც ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე 15 აპრილამდე წარმოდგენილი აქვს „ფორმა 100“ განცხადებასთან ერთად, შეექმნებათ შესაბამისი პირობები, მათ უკავშირდებიან ჩვენი განყოფილებიდან და ვაზუსტებთ თუ რა პირობებს საჭიროებს კონკრეტული აბიტურიენტი, ასე რომ მათ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ და საგამოცდო სექტორი მათთვისაც კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით იქნება მოწყობილი.

წარმოდგენილი ფორმა 100ის საფუძველზე, შეიძლება იყოს ცალკე გამოყოფილი სარეზერვო სექტორი, მათი საჭიროების მიხედვით გათვალისწინებული იქნება მოთხოვნები.

ჩატარდება თუ არა სკოლის გამოსაშვებ გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მსჯელობა არ ყოფილა, შესაძლებელია უახლოეს პერიოდში აღნიშნული საკითხი სამინისტრომ განიხილოს და მომდევნო წლებში საატესტატო გამოცდების ჩაბარება ისევ ძალაში შევიდეს.

ემილი ფეიქრიშვილი