როგორ ვებრძოლოთ პანდემიისგან გამოწვეულ სტრესს - ფსიქოლოგ ზურა მხეიძის რჩევები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკვე მესამე წელია, რაც მსოფლიო პანდემიურ რეჟიმში ცხოვრობს. ჩვენთვის უცხო აღარაა ისეთი ტერმინები, როგორიცაა: დისტანციური სწავლება, კარანტინი, კომენდანტის საათი და ა.შ. კორონავირუსის გამო მშობლები და ბავშვები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. სკოლების დახურვა, ფიზიკური დისტანცირება და ბევრი სხვა რამის გათვალისწინება რთულია ოჯახის თითოეული წევრისთვის. როგორ უნდა გავუმკლავდეთ პანდემიისგან გამოწვეულ ფსიქოლოგიურ სტრესს? - ამ თემასთან დაკავშირებით „ვერსიას“ ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე ესაუბრა:

_ ბატონო ზურა, როგორ მდგომარეობაშია ადამიანის ფსიქიკა პანდემიის დროს?

_ შიში უარყოფითი ემოციაა, რომელსაც სტრესულ მდგომარეობაში სასიგნალო ფუნქცია აქვს. ამიტომ ადამიანს თავდაცვის მექანიზმები გააჩნია, მაგალითად, შიშის დაძლევა. ფსიქიკა ადაპტირდება არსებულ გარემოსთან და კარგავს შიშის მომენტს. გაურკვეველი ინფორმაციების არსებობა ძალიან მოქმედებს ადამიანის ფისიქიკაზე, ზოჯერ კოვიდთან დაკავშირებით ამბები ვრცელდება, რომელიც მოგვიანებით არ დასტურდება, რაც საზოგადოების სკეპტიკურ განწყობას იწვევს.

_ რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს მოზარდებზე პანდემიისგან გამოწვეულმა სტრესმა?

_ როდესაც ადამიანი გარკვეულ სურვილებს შეზღუდვების გამო ხშირად ბლოკავს, მასში შეიძლება ორი დამოკიდებულება გაჩნდეს - აგრესია ან განრიდების და იგნორის განცდა. ასე რომ, მუდმივი შეზღუდვები და მუდმივად ცხოვრებაში ჩარევა გარეშე ძალებისგან, გარკვეულ მომენტში, ამ ორი მიმართულებით ვითარდება..

_ რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვს სტრესი და არსებული ნეგატივი შეუმსუბუქოს?

_ სტრესის გადატანის საკითხი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, ცხოვრების წესი კარგად უნდა დაიგეგმოს. მაგალითად, როდესაც ადამიანს რაიმე საქმის კეთება ჰქონდა დაგეგმილი და პანდემიიდან გამომდინარე ვერ განახორციელა, თუ ის ამ საქმეს სხვა აქტივობით შეცვლის, თავს მაინც რეალიზებულად იგრძნობს. ხომ შეიძლება ოჯახში ურთიერთობები დალაგდეს, რა თქმა უნდა, წლობით გაგრძელებული დისტანციური ურთიერთობები სრულფასოვნად ვერ ჩაანაცვლებს იმ სოციალურ ურთიერთობებს, რაც გარეთ არის, მაგრამ იმედია, რომ ეს მომენტი დიდ ხანს არ გაგრძელდება... თუმცა უფროსებისთვის უარესია ეს მდგომარეობა, რადგან ბაშვებს აღნიშნული ურთიერთობები განვითარებლი არ აქვთ და დიდად არც იციან, დანაკარგი რა არის, უფროსებისთვის კი შეიძლება ეს დანაკარგი შედარებიით მძაფრად აღიქმებოდეს.

_ დღესასწაულების აღნიშნვა, პანდემიიდან გამომდინარე, შეზღუდულია. ეს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის, გარკვეულწაილად ტრავმაა... როგორ შეიძლება, აისახოს მომავალში ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა?

_ მნიშვნელოვანია, როდის დამთავრდება კოვიდპანდემია... თუ ეს ახლო მომავალში მოხდება, მაშინ ყოველივე ეს ძალიან არ იმოქმედებს  მოზარდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. არაერთი პანდემია ყოფილა წლების განმავლობაში, მაგრამ ყველაფრის გადატანა ხდებოდა ადამიანების მიერ.

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი